ზურიკო დავითაშვილი რეიმსთან მატჩში შეცვლაზე შევიდა და სენტ ეტიენს 3 ქულა მოაპოვებინა.
ქართველი შემტევი მოედანზე გამოჩენიდან სამ წუთში გამარჯვების გოლის ავტორი გახდა, მისმა გუნდმა კი 1:0 იმარჯვა.
დავითაშვილმა განაცხადა:
ჩვენთვის რთული მატჩი იყო, განსაკუთრებით პირველი რამდენიმე წუთი, მაგრამ სიმშვიდე შევინარჩუნეთ. 25 წუთის შემდეგ, ბურთს ვფლობდით. დღეს გამარჯვება მნიშვნელოვანი იყო. ჩვენ მათზე ცოტათი უკეთესები ვიყავით და ვფიქრობ, რომ ეს გამარჯვება დავიმსახურეთ. ყოველდღე ბევრს ვმუშაობ. ყოველთვის ვცდილობ გუნდს დავეხმარო და დღეს ამან შედეგი გამოიღო.
მიმდინარე სეზონში ზურიკო დავითაშვილმა ლიგა 2-ის 12 შეხვედრაში ითამაშა, რომელთაგან მხოლოდ 5 დაიწყო ძირითად შემადგენლობაში და 2 გოლითა და 2 საგოლე გადაცემით გამოირჩა.
იან კათროს გუნდი 31 ქულით სატურნირო ცხრილს ლიდერობს და უახლოეს მდევარ ნანსის 3 ქულით უსწრებს. მომდევნო შეხვედრას სენტ ეტიენი 28 ნოემბერს საფრანგეთის თასზე შინ ვილფრანშთან გამართავს, ხოლო 5 დეკემბერს ლიგა 2-ში ნანსის უმასპინძლებს.