VIDEO: ქოჩორაშვილის საუკეთესო მატჩი და ბოლო წუთებზე გადარჩენილი ქულა
12 წთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
გიორგი ქოჩორაშვილმა სევილიაში ლა ლიგის მიმდინარე სეზონში საუკეთესო მატჩი ჩაატარა.
მისმა გუნდმა საკუთარ მოედანზე ბეტისთან დაპირისპირება ბოლო წუთებზე გადაარჩინა და შეხვედრა 1:1 დასრულდა.
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი სათადარიგო შემადგენლობაში იყო და მინდორზე 59-ე წუთზე გამოჩნდა, როდესაც სტუმრები ანტონის მიერ 50-ე წუთზე გატანილი გოლით იგებდნენ.
ქოჩორაშვილის შემოსვლამ სევილიას თამაში გამოაცოცხლა, მასპინძლებმა შეტევები გაამწვავეს და ქართველი ფეხბურთელის მონაწილეობით 90-ე წუთზე კიკე სალასმა წონასწორობა აღადგინა.
ლა ლიგაში გამართული 13 ტურის შემდეგ სევილიას 19 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-6 პოზიციაზე იმყოფება.