სევილიას მთავარმა მწვრთნელმა ლუის გარსია პლაზამ ბეტისთან დერბის (1:1) შემდეგ ისაუბრა და შეცვლაზე შესული ფეხბურთელები, მათ შორის გიორგი ქოჩორაშვილი შეაქო.
ქართველი ნახევარმცველი თამაშში 59-ე წუთზე ჩაერთო, მისი გამოჩენის შემდეგ სევილია ბევრად აქტიური გახდა, ხოლო გამათანაბრებელ გოლში ქოჩორაშვილმა პრეასისტი მიითვალა.
VIDEO: ქოჩორაშვილის საუკეთესო მატჩი და ბოლო წუთებზე გადარჩენილი ქულა
სევილიას მწვრთნელმა განაცხადა:
ყველა, ვინც შეცვლაზე შევიდა, კარგად გამოიყურებოდა - პეკე, ქოჩორაშვილი, ეჯუკე... გუნდი სწორ გზაზეა და თითოეულ მატჩში ბოლომდე იხარჯება, რასაც ფანები აფასებენ.
ლა ლიგაში გამართული 13 მატჩის შემდეგ სევილიას 19 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზე იმყოფება. გუნდი მომდევნო შეხვედრას 29 ნოემბერს, სტუმრად რეალ სოსიედადთან გამართავს.
გიორგი ქოჩორაშვილმა სევილიას მაისურით ლა ლიგის 8 მატჩში 1 საგოლე გადაცემა შეასრულა, ერთი შეხვედრა კი ესპანეთის თასზე ჩაატარა.