ტაშკენტში მიმდინარე ძიუდოს ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე შერეული გუნდური შეჯიბრება იმართება, სადაც საქართველოს ნაკრები ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.
ქართველმა ძიუდოისტებმა პირველ წრეში ჩინეთის გუნდი 4:0 დაამარცხეს, მეოთხედფინალში კი საფრანგეთთან დამარცხდნენ და ასპარეზობა რეპეშაჟში გააგრძელეს.
რეპეშაჟში საქართველოს ნაკრებმა ლიეტუვას სძლია და ფინალურ ბლოკში მესამე ადგილისთვის ბრაზილიას დაუპირისპირდება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის ინდივიდუალური ტურნირი სამი ბრინჯაოს მედლით დაასრულა, რომლებიც ლუკა ომანაძემ (60 კგ), თორნიკე გიგაურმა (66 კგ) და ირაკლი ქავთარაშვილმა (90 კგ) მოიპოვეს.