VIDEO: სწრაფი გაძევება და განადგურება ენფილდზე - პოჩეტინო მძიმედ იწყებს
36 წთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
პრემიერ ლიგის მე-11 ტურში ლივერპულმა მანჩესტერ იუნაიტედი გაანადგურა.
ენფილდზე გამართული შეხვედრა მასპინძელთა გამანადგურებელი გამარჯვებით 4:0 დასრულდა.
მატჩი ლენი იოროს სწრაფი გაძევებით დაიწყო, რომელმაც მე-8 წუთზე ალექსანდრ ისაკი საჯარიმოს მისადგომებთან წააქცია და მსაჯმა ბოლო იმედის ჯარიმად მიიჩნია.
ამან იუნაიტედის გეგმები ისედაც შეცვალა, თუმცა სიტუაცია იმან გაამძაფრა, რომ იოროს გაძევებისთვის დანიშნული ჯარიმიდან დომინიკ სობოსლაიმ ანგარიში გახსნა.
გაძევებისა და სწრაფად გაშვებული გოლის შემდეგ, იუნაიტედი სრულად მოიშალა და მოედანზე ფაქტობრივად ერთი გუნდი დარჩა - ვირცმა მე-13 წუთზე მეორეც გაიტანა და პოჩეტინოს იმედები წარმატებულ დებიუტზე თითქმის მატჩის დასაწყისშივე ჩამოშალა.
66-ე წუთზე რიო ნგუმოამ ბარკოლას პასით ისარგებლა და სხვაობა სამამდე გაზარდა, წერტილი კი ვიქტორ მუნიოსმა ცვლილებაზე შემოსვლიდან დაახლოებით 10 წუთში, 82-ე წუთზე დასვა.
კიდევ უფრო ბევრი გოლისგან იუნაიტედი კი მხოლოდ სენე ლამენსის სეივებმა იხსნა.
ამრიგად, პოჩეტინოს მანჩესტერში დებიუტი სრულად ჩაშხამდა, გუნდს 8 ქულა დარჩა და მე-19 პოზიციას იკავებს, ლივერპული კი 21 ქულით მე-4 ადგილზეა და ლიდერ არსენალს 7 ქულით ჩამორჩება.