პრემიერლიგის საჩემპიონო რბოლაში არსენალმა უპირატესობის გაზრდის შანსი ხელიდან გაუშვა.
მიკელ არტეტას გუნდმა სტუმრად ნიუკასლ იუნაიტედის წინააღმდეგ ითამაშა და მძიმე ბრძოლაში მხოლოდ 1 ქულას (2:2) დასჯერდა.
ლონდონელებმა მატჩი აქტიურად დაიწყეს და 33-ე წუთზე კაი ჰავერცის ბრწყინვალე გადაცემის შემდეგ ებერეჩი ეზემ ანგარიში გახსნა. პირველ ტაიმშივე ნონი მადუეკეს სხვაობის გაზრდის ორი იდეალური შანსი ჰქონდა, თუმცა მომენტები ვერ გამოიყენა.
მეორე ნახევარში მასპინძლებმა სიტუაცია რადიკალურად შეცვალეს. მარტინ ოდეგორის შეცდომის შემდეგ ჰარვი ბარნსმა წონასწორობა აღადგინა. მალევე, მალიკ ტიაუმ ნიუკასლი წინ გაიყვანა, თუმცა VAR-მა ეს გოლი გააუქმა. ამის შემდეგ არსენალისთვის ვითარება კიდევ უფრო დამძიმდა, ლონდონელებმა ტრავმის გამო ძირითადი მეკარე, დავიდ რაია დაკარგეს.
მატჩის მიწურულს მეთოფეებმა თამაშის გადარჩენა ნონი მადუეკეს სწრაფი კონტრშეტევის წყალობით შეძლეს, რომელმაც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ამ ფრის მიუხედავად, არსენალი მანჩესტერ სიტის (რომელმაც თავის მხრივ ფულემთან 1:1 ითამაშა) სატურნირო ცხრილში კვლავ 6 ქულით უსწრებს. მომდევნო კვირაში არსენალი ენცო მარესკას გუნდს უმასპინძლებს.