ლივერპულის მცველმა ვირჯილ ვან დაიკმა განაცხადა, რომ ჯერ არ იცის, სად გააგრძელებს კარიერას მომდევნო სეზონში.
35 წლის ნიდერლანდელს კლუბთან კონტრაქტი ზაფხულში ეწურება.
„თავს კარგად ვგრძნობ, საკუთარ თავზე ვზრუნავ და ვფიქრობ, კიდევ მრავალი წელი შემიძლია თამაში. თუ ვინმე ამბობს, რომ იცის, მომავალ სეზონში სად ვიქნები, სიმართლეს არ ამბობს - ეს ჯერ თავადაც არ ვიცი.
მშვიდად ვარ და მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, რისი კონტროლიც შემიძლია. ახლა ეს მანჩესტერ იუნაიტედთან მატჩია, შემდეგ კი ჩემპიონთა ლიგაზე გადავერთვებით“, - თქვა ვან დაიკმა.
მცველმა ლივერპულთან გატარებულ წლებზეც ისაუბრა და შესაძლო დამშვიდობებაც ახსენა:
„ეს დაუჯერებელი თავგადასავალი იყო. ლივერპული ჩემი ცხოვრების უზარმაზარ ნაწილად იქცა და ყოველთვის მადლიერი ვიქნები ყველაფრისთვის.
თუ კონტრაქტი გახანგრძლივდება, ვნახოთ, რა იქნება. თუ არა, ზაფხულში დამშვიდობება მომიწევს“.