Anfield Agenda-მ ლივერპულში მეკარეების პრობლემაზე ვიდეო გამოაქვეყნა.
ვიდეოს მიხედვით, ქართველ მეკარეზე საბოლოო დასკვნის გამოტანა რთულია, რადგან ის მოედანზე მხოლოდ ეპიზოდურად, მცირე მონაკვეთებში ჩნდება და უწყვეტ სათამაშო პრაქტიკას მოკლებულია.
Liverpool Agenda აღნიშნავს, რომ აქამდე ნანახით სრულად დარწმუნებული არ არის ქართველის შესაძლებლობებში და ამიტომ მომდევნო სეზონში მის ლივერპულის პირველ ნომრად ქცევას ეჭვის თვალით უყურებს. იმ შემთხვევაში, თუ ალისონი ახალ ხელშეკრულებას არ გააფორმებს, მამარდაშვილის გაყიდვას მიზანშეწონილად მიიჩნევენ.
გამოცემა მიიჩნევს:
უმჯობესია გიორგის გაყიდვა, ალისონთან კონტრაქტის ერთი ან ორი წლით გახანგრძლივება, ხოლო სარეზერვო როლში ახალგაზრდა პერსპექტიული მეკარის, ლუკა ბრუგმანსის გადაყვანა, რომელიც ლიგის თასზე და პერიოდულად სხვა მატჩებში მიიღებს სათამაშო დროს პროგრესის შესაფასებლად.
მდგომარეობას დამატებით ამძაფრებს ის ფაქტი, რომ ალისონი კონტრაქტის ბოლო წელშია და მის მომავალზე საუბრები აქტიურ ფაზაშია. ვალენსიადან გადმოსული მამარდაშვილი ალისონის ჩრდილში რჩება, რაც ბუნებრივად აჩენს კითხვას, მოითხოვს თუ არა ქართველი მეკარე სხვაგან რეგულარულ პრაქტიკას.