საგარეჯოს გარეჯი საქართველოს უმაღლეს დივიზიონში 1-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნებასთან ძალიან ახლოსაა.
კახელებმა 32 ტურში 57 ქულა მოაგროვეს და უახლოეს მდევარ სართიჭალის შტურმს 8 ქულით უსწრებენ, ხოლო მესამეადგილოსან თელავთან 10-ქულიანი უპირატესობა აქვთ.
თამაზ პერტიას გაწვრთნილი გარეჯი ამ უქმეებზე ბოლნისის სიონს სტუმრად, მარნეულში ხვდება და უმაღლესის საგზურის განაღდება მასთან გამარჯვებით შეუძლია იმ შემთხვევაში, თუ კონკურენტი შტურმი მეექვსეადგილოსან დუშეთის არაგვთან საშინაო მატჩს ვერ მოიგებს.
1. გარეჯი (საგარეჯო) - 57 ქულა;
2. შტურმი (სართიჭალა) - 49 ქულა;
3. თელავი (თელავი) - 47 ქულა;
4. სამტრედია (სამტრედია) - 46 ქულა;
5. მერანი (მარტვილი) - 43 ქულა;
6. არაგვი (დუშეთი) - 43 ქულა;
7. სიონი (ბოლნისი) - 40 ქულა;
8. ოდიში 1919 (ზუგდიდი) - 39 ქულა;
9. გორი (გორი) - 37 ქულა;
10. კოლხეთი 1913 (ფოთი) - 35 ქულა.
1960 წელს დაარსებული გარეჯი უმაღლეს ლიგაში პირველად 2024 წელს დაწინაურდა, იქ ერთი სეზონი გაატარა და პლეი-ოფით დაქვეითდა.
21 ნოემბერს უმნიშვნელოვანესი მატჩია სამტრედიაში, კახა კალაძის სახელობის სტადიონზე - სამტრედია თელავს მიიღებს და ექნება შანსი, პლეი-ოფის ზონაში ადგილი წაართვას.
ცნობისთვის, ეროვნული ლიგის პირდაპირ საგზურს მხოლოდ პირველადგილოსანი იღებს, მეორე-მესამე ადგილოსნები კი უმაღლესის მერვე-მეცხრე პოზიციაზე გასულ გუნდებს ორრაუნდიან პლეი-ოფში დაუპირისპირდებიან.
ფოტო: გარეჯი საგარეჯო
ვინ არის ეროვნული ლიგა 2-ის კოსტა რიკელი ბომბარდირი?