21 ნოემბერს ეროვნული ლიგის ეგიდით სამგურალი იბერია 1999-ს უმასპინძლებს.
სამგურალი საკუთარ მოედანზე იბერია 1999-ს სხვადასხვა ტურნირებზე 16-ჯერ შეხვდა. ამ მატჩებიდან მასპინძლებმა 6 შეხვედრა მოიგეს, 3 ფრედ დაასრულეს, ხოლო 7-ჯერ კი თბილისურმა კლუბმა გაიმარჯვა.
სამგურალმა იბერიას წინააღმდეგ სახლში წარმატებას მიაღწია 2013 წლის 1 ოქტომბერს (5:2), 2015 წლის 9 მარტს (3:0), 2022 წლის 29 აპრილს (3:0), 2023 წლის 9 აპრილს (2:1), 2023 წლის 17 სექტემბერს (1:0) და 2026 წლის 25 მაისს (3:2).
ფრედ დასრულდა 2021 წლის 6 მარტის (0:0), 2021 წლის 29 ივნისის (1:1) და 2025 წლის 28 მარტის (0:0) შეხვედრები.
თავის მხრივ, იბერია 1999-მ წყალტუბოში გამართული მატჩებიდან 7 მოიგო - 2014 წლის 11 სექტემბერს (2:1), 2015 წლის 23 აპრილს (1:0), 2021 წლის 8 დეკემბერს თასზე (1:0), 2022 წლის 1 ოქტომბერს (3:0), 2024 წლის 15 აპრილს (3:2), 2024 წლის 30 სექტემბერს (4:3) და 2025 წლის 29 აგვისტოს (1:0).
ამ ფაქტორების გათვალისწინებით, მოახლოებული შეხვედრის წინ ბალანსი საკმაოდ თანაბარია. სამგურალს საკუთარ მოედანზე 6 მოგება აქვს, ხოლო იბერია 1999-ს წყალტუბოში გამართულ დაპირისპირებებში 7 გამარჯვება უმაგრებს ზურგს.
შეგახსენებთ, რომ 26 ნოემბერს, 21:45 საათზე იბერია კონფერენს ლიგაზე სახლში, მიხელ მესხის სტაიდიონზე ხეტაფეს უმასპინძლებს. ბილეთების ყიდვა ამ ლინკზე შეგიძლიათ.