3 საინტერესო ფაქტი სამგურალისა და იბერია 1999-ის დაპირისპირებაზე, რომელიც შაბათს, 21 ნოემბერს, 14:00 საათზე გაიმართება:
საჩემპიონო ინტრიგა
იბერია 1999 ტიტულისთვის ბრძოლას განაგრძობს და 33 მატჩის შემდეგ 60 ქულით ლიდერია. თბილისური გუნდი უახლოეს მდევრებს, ბათუმისა და თბილისის დინამოებს მინიმალური სხვაობით (59 და 58 ქულა) უსწრებს. თავის მხრივ, სამგურალი 39 ქულით მე-7 პოზიციას იკავებს, წყალტუბოელები ევროტურნირების ზონას 19 ქულით ჩამორჩებიან, თუმცა პლეი-აუტის ზონასთან 7-ქულიანი უპირატესობა აქვთ და შედარებით მშვიდად არიან.
უხვგოლიანი ტრადიცია 2026 წელს
მიმდინარე სეზონში ამ გუნდების გზები სამჯერ გადაიკვეთა და თითოეულ მათგანში მინიმუმ 3 გოლი ვიხილეთ. აპრილსა და სექტემბერში იბერია 1999-მა შინ იდენტური ანგარიშით, 2:1 იმარჯვა, წყალტუბოში გამართული შეხვედრა კი სამგურალის გამარჯვებით, 3:2 დასრულდა.
ურთიერთშეხვედრების ისტორია
საერთო სტატისტიკაში უპირატესობა იბერია 1999-ის მხარესაა, რომელმაც მეტოქის დამარცხება 13-ჯერ მოახერხა. სამგურალის აქტივში 5 მოგებაა, ხოლო 5 მატჩი ფრედ დასრულდა. საგულისხმოა, რომ წყალტუბოელებმა 5-დან 4 გამარჯვება სწორედ საკუთარ მოედანზე მოიპოვეს, რაც შაბათის დაპირისპირებას კიდევ უფრო მეტ ინტრიგას მატებს.
აქვე გეტყვით, რომ იბერია 1999-ს ძალიან გადატვირთული კალენდარი აქვს - 26 ნოემბერს გუნდი კონფერენს ლიგაზე შინ ხეტაფეს მიიღებს. 🔗 ამ მატჩზე ბილეთების შეძენა უკვე შეგიძლიათ