21 ნოემბერს ეროვნული ლიგის ეგიდით სამგურალი იბერია 1999-ს უმასპინძლებს.
გუნდების ოფიციალური დაპირისპირებების ისტორია 31 მატჩს ითვლის. უპირატესობა თბილისური კლუბის მხარესაა, რომელმაც 18 შეხვედრაში იმარჯვა, წყალტუბოელთა აქტივში 7 მოგებაა, ხოლო 6 მატჩი ფრედ დასრულდა.
რაც შეეხება გატანილ და გაშვებულ გოლებს, ჯამში 93 გოლი გავიდა, საიდანაც იბერიამ 54 გაიტანა, სამგურალმა კი 39.
ტურნირების მიხედვით გუნდების სტატისტიკა ასეთია:
ეროვნული ლიგა - ჩატარებულია 23 მატჩი. სამგურალმა 5, იბერიამ კი 13 მატჩი მოიგო. 5 შეხვედრა ფრედ დასრულდა.
ეროვნული ლიგა 2 - 6 მატჩი. 2 მოგება სამგურალს, 3 იბერიას, 1 ფრე.
საქართველოს თასი - 2 მატჩი და იბერიას ორივე გამარჯვება.
გუნდების დაპირისპირების ისტორიაში არაერთი სანახაობრივი და გოლებით მდიდარი შეხვედრა ფიქსირდება:
2024 წლის 30 სექტემბერს წყალტუბოში გამართული შეხვედრა თბილისელთა გამარჯვებით, ანგარიშით 4:3 დასრულდა. სწორედ ეს მატჩია ყველაზე შედეგიანი ამ ორ კლუბს შორის.
სამგურალმა ყველაზე მეტი 2013 წლის 1 ოქტომბერს გაიტანა, როდესაც მეტოქე საკუთარ კედლებში 5:2 დაამარცხა.
იბერია 1999-ის ყველაზე მსხვილი გამარჯვება კი საკუთარ მოედანზე 2023 წლის 24 მაისს, 5-1 გამარჯვებისას მოხდა.
შეგახსენებთ, რომ 26 ნოემბერს, 21:45 საათზე იბერია კონფერენს ლიგაზე სახლში, მიხელ მესხის სტაიდიონზე ხეტაფეს უმასპინძლებს. ბილეთების ყიდვა ამ ლინკზე შეგიძლიათ.