უეფას ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ, ევრო 2028-ის შესარჩევი ეტაპის წილისყრის კალათები გახდა ცნობილი.
საქართველოს ეროვნული ნაკრები მესამე კალათაში მოხვდა.
ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის წილისყრა 2026 წლის 6 დეკემბერს ჩრდილოეთ ირლანდიის დედაქალაქ ბელფასტში გაიმართება. გუნდების განთესვა ერთა ლიგის საბოლოო რეიტინგის მიხედვით მოხდა და საკვალიფიკაციო ეტაპი 2027 წლის მარტში დაიწყება.
მესამე კალათაში საქართველოსთან ერთად შოტლანდია, უკრაინა, კოსოვო, პოლონეთი, რუმინეთი, ისრაელი, ჩრდილოეთ მაკედონია, მონტენეგრო, ალბანეთი, ისლანდია და სლოვაკეთი არიან წარმოდგენილები.
გარდა ამისა, გაირკვა ერთა ლიგის B/C დივიზიონის პლეიოფის მონაწილეთა ვინაობაც. რადგან საქართველოს ნაკრებმა B2 ჯგუფში მეოთხე ადგილი დაიკავა, B ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად მარტში C ლიგის ერთ-ერთ მეორეადგილოსანს დაუპირისპირდება.
წილისყრისას B დივიზიონის გუნდები განთესილები იქნებიან და საპასუხო მატჩს საკუთარ მოედანი გამართავენ. პლეიოფში საქართველოს ნაკრების სავარაუდო მეტოქეები ბელარუსი, კვიპროსი, ფარერის კუნძულები ან ესტონეთი იქნებიან.