სანდრო მამუკელაშვილის ლოს ანჯელეს ლეიკერსმა NBA-ის დრამატულ ბრძოლაში, ოვერტაიმში ნიუ ორლეანს პელიკანსი ანგარიშით 118:114 დაამარცხა.
შეხვედრა ორლეანის უპირატესობით დაიწყო და მესამე პერიოდში მათი ლიდერობა 18 ქულამდეც კი გაიზარდა (94:72), თუმცა ლუკა დონჩიჩის წინამძღოლობით ლეიკერსმა თამაშის შემოტრიალება შეძლო.
ძირითადი დროის ბოლო წამზე გრაიმსმა ზუსტი სამქულიანით ანგარიში გაათანაბრა (111:111) და შეხვედრა ოვერტაიმში გადაიყვანა.
დამატებით ხუთწუთეულში ლეიკერსმა უკეთ ითამაშა და ზედიზედ მეცხრე გამარჯვება მოიპოვა.
გამარჯვებულთა რიგებში ლუკა დონჩიჩმა 36 ქულა დააგროვა, ხოლო დამარცხებულთა მხრიდან გრაიმსმა კარიერის რეკორდი დაამყარა - 47 ქულა.
სანდრო მამუკელაშვილმა პარკეტზე 23 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში 3 ქულა, 3 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა მიითვალა.
ლეიკერსი მომდევნო შეხვედრას 19 ნოემბერს იუტა ჯაზის წინააღმდეგ გამართავს.