სპაერმა საკუთარ მოედანზე იბერია 1999-ს უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში ქულა მოიპოვა. შეხვედრა ფრედ, 2:2 დასრულდა.
ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს. თავი გოჩა ცირდავამ გამოიჩინა, თუმცა იბერია 1999-მა წონასწორობა ხუთ წუთში აღადგინა. 37-ე წუთზე სტუმართა ბომბარდირმა, ამირან ძაგანიამ გაიტანა და პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა.
VIDEO: ლამაზი გარღვევა ფლანგზე და ძაგანიას გოლი - იბერიამ სპაერს გაუთანაბრა
მეორე ნახევარში სპაერი კიდევ ერთხელ დაწინაურდა. 70-ე წუთზე ცირდავამ დუბლი შეასრულა. იბერიამ მარცხისგან თავის დაღწევა 82-ე წუთზე, საბა მაისურაძის ავტოგოლით მოახერხა, რამაც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
VIDEO: იბერიამ გაათანაბრა - წინ დაძაბული ბოლო წუთებია
წარმოგიდგენთ მატჩის სტატისტიკურ მონაცემებს:
ბურთის ფლობა: იბერია 1999 - 57%, სპაერი - 43%
დარტყმები: იბერიამ ჯამში 21-ჯერ დაარტყა (აქედან 9 კარში, 9 ააცილა, 3 დაბლოკეს), ხოლო სპაერის აქტივში 10 დარტყმა იყო (5 კარში, 3 ააცილა, 2 დაბლოკეს).
კუთხურები: იბერია - 6, სპაერი - 0
ბარათები - სპაერის ფეხბურთელებმა 17 ჯარიმა და 3 ყვითელი ბარათი დააგროვეს, ხოლო იბერიას ანგარიშზე 15 ჯარიმა და 2 ყვითელი ბარათია.