საქართველოს ნაკრების მძიმე ფორვარდმა, გიორგი კორსანტიამ ესპანეთის რანგით მე-2 დივიზიონში კარგი მატჩი ჩაატარა.
ქართველის ალიკანტემ შინ ფიბვი პალმა 34-ქულიანი სხვაობით, 100:66 დაამარცხა და ზედიზედ მერვე გამარჯვება მოიპოვა.
კორსანტიამ პარკეტზე 15:04 წუთი გაატარა და ფარქვეშ საუკეთესო მაჩვენებელი ჰქონდა - 12 მოხსნა მიითვალა, რაც ყველა სხვა კალათბურთელზე მინიმუმ 5-ით მეტი გახლდათ. 12 მოხსნასთან ერთად, 6 ქულა და 2 ასისტიც ჩაიწერა აქტივში.
28 წლის ქართველის გუნდი მიმდინარე ჩემპიონატს 100%-იანი შედეგით ლიდერობს, 8-დან 8 მოგება აქვს და ესტუდიანტესსა და პალენსიას 1-1 მოგებით უსწრებს. ალიკანტელები 22 ნოემბერს 4-მოგებიან ოვიედოს ესტუმრებიან.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციოს ჯგუფში მე-3 ადგილზეა, რაც შემდეგი ეტაპის საგზურს იძლევა, და საბერძნეთთან სტუმრად (26 ნოემბერი) და პორტუგალიასთან შინ (29 ნოემბერი) სათამაშოდ ემზადება.
საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრებთა მატჩი თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე ოთარ ქორქიასა და ნოდარ ჯორჯიკიას სახელობის სპორტის სასახლეში 29 ნოემბრის (კვირაა) 19:15 საათიდან გაიმართება. ბილეთების შეძენა ამ ბმულზე შეგიძლიათ.
კარიერის პიკშია - რა საშუალო სტატისტიკით მოდის მერკვილაძე ნაკრებში?