მარკის რიდის ბაჰჯეშეჰირ კოლეჯი თურქეთის სუპერ ლიგაში ერთპიროვნულად გალიდერდა.
კონკურენტ თურქ ტელეკომის მარცხის ფონზე, რიდის გუნდმა მეშვიდეადგილოსანი ეროკსპორი სტუმრად 36-ქულიანი სხვაობით დაამარცხა და ცხრილის სათავეში გადაინაცვლა.
ნატურალიზებულმა ქართველმა, რომელიც ბაჰჯეშეჰირელთა ერთ-ერთი ლიდერია, პარკეტზე 23:06 წუთი გაატარა და გუნდს 10 ქულა, 2 ასისტი შეჰმატა.
8 ტურის შედეგებით, ბაჰჯეშეჰირს 7 მოგება აქვს, რაც თურქ ტელეკომისა და ევროლიგის 2025 წლის ჩემპიონ ფენერბაჰჩეს მაჩვენებელზე 1 მოგებით მეტია.
რიდის გუნდი 21 ნოემბერს 3-მოგებიან კორფეზ ბასკეტს უმასპინძლებს.
როგორი საშუალო მაჩვენებელი აქვს რიდს ბოლო 8 საკლუბო მატჩში?