საქართველოს ეროვნული ლიგის საუკეთესო ბომბარდირობისთვის რბოლა გადამწყვეტ ფაზაშია.
სეზონის განმავლობაში მუდამ ლიდერთა შორის და შემდეგ ერთპიროვნულად წინ არის ტორპედოს კომნენ ანდრიჩი, რომელსაც იბერიელი საბა ძაგანია ორ გოლამდე მიუახლოვდა.
1. კომნენ ანდრიჩი (ტორპედო ქუთაისი) - 13 გოლი;
2. საბა ძაგანია (იბერია 1999) - 11 გოლი;
3. ჟან ალმეიდა (რუსთავი) - 10 გოლი;
4. ლაშა მენთეშაშვილი (დილა გორი) - 9 გოლი;
5. მათე ვაწაძე (დინამო თბილისი) - 9 გოლი;
6. დმიტრი მანდრიჩენკო (დინამო ბათუმი) - 9 გოლი;
7. შოთა შეყილაძე (დილა გორი) - 9 გოლი;
8. კლაუდიო სებოლინია (სამგურალი წყალტუბო) - 9 გოლი;
9. გიორგი ჯინჯოლავა (იბერია 1999) - 8 გოლი;
10. ფელიპე პირეში (ტორპედო ქუთაისი) - 8 გოლი.
კონკურენტებთან შედარებით, ძაგანიასა და ჯინჯოლავას სათამაშო 3 ტური დარჩათ (სამგურალთან, დინამო ბათუმთან და რუსთავთან), ხოლო ათეულში მყოფი ყველა სხვა ფეხბურთელის გუნდს 4-4 შეხვედრა აქვთ ჩანიშნული.
ბოლო ორ სეზონში ეროვნული ლიგის ბომბარდირი ტორპედოს ნორვეგიელი ფორვარდი, ბიორნ იონსენი გახდა, 2023 წელი კი ბოლოა, როცა თანაბომბარდირობა ქართველმა მოიპოვა - ზურაბ მუსელიანმა (გაგრა) ზორან მარუშიჩთან (დინამო თბილისი) და ფლამარიონ ჯოვინოსთან (დინამო ბათუმი) ერთად.
საბა ძაგანიას, რომელმაც ბოლო 5-დან 4 ტურში შეაგდო, შეუძლია გახდეს 2023 წლის შემდეგ პირველი ქართველი, ვინც ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირის ან თანაბომბარდირის წოდებას მიიღებს.
ცნობისთვის, უკვე ნახსენები იონსენი, მარუშიჩი და ფლამარიონი ეროვნული ლიგის ბომბარდირი 2-2-ჯერ გახდნენ, რაც თანარეკორდია - 2-ზე მეტ სეზონში ბომბარდირი არასდროს არავინ ყოფილა.
ფოტო: იბერია 1999
ძაგანია: "ჩვენთვის მთავარია მნიშვნელოვანი თამაშები მოვიგოთ და ჩემპიონები გავხდეთ"