ალექს მერკვილაძე ნოემბრის სანაკრებო მატჩებს ბრწყინვალე ფორმაში ხვდება.
ნიდერლანდური დონარ გრონინგენის ქართველი მოთამაშე გუნდის ლიდერად ჩამოყალიბდა და სტაბილურად მაღალი სტატისტიკა აქვს.
სექტემბრის სანაკრებო პაუზის შემდეგ ჩატარებულ 12 საკლუბო მატჩში საშუალოდ 18.58 ქულას, 7.33 მოხსნასა და 1.58 ასისტს აგროვებს.
განსაკუთრებულად გამორჩეული ბოლო ორ თამაშში იყო - ჯერ კვიპროსულ აელთან ორმაგი დუბლი შეასრულა (21 ქულა, 12 მოხსნა), სულ ბოლო შეხვედრაში კი როტერდამის წინააღმდეგ მოედანზე საუკეთესო იყო და 30 ქულა, 6 მოხსნა მიითვალა.
აღნიშნული შედეგებისა და სტატისტიკის გათვალისწინებით, მერკვილაძეს კარიერაში საუკეთესო პერიოდი აქვს და ეროვნულ გუნდში სწორედ ასეთ ფორმაში მოდის.
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციოს ჯგუფში მე-3 ადგილზეა, რაც შემდეგი ეტაპის საგზურს იძლევა, და საბერძნეთთან სტუმრად (26 ნოემბერი) და პორტუგალიასთან შინ (29 ნოემბერი) სათამაშოდ ემზადება.
VIDEO: მერკვილაძის კარიერის რეკორდი და MVP როტერდამდთან