VIDEO: ლამაზი გარღვევა ფლანგზე და ძაგანიას გოლი - იბერიამ სპაერს გაუთანაბრა
10 წთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ეროვნული ლიგის 35-ე ტურის ეგიდით, თანალიდერი იბერია 1999 მერვეადგილოსან სპაერს ხვდება.
სპაერი გოჩა ცირდავას გოლით დაწინაურდა, რასაც ამირან ძაგანიამ 37-ე წუთზე უპასუხა. ანგარიში 1:1-ია.
ნიკა სიხარულაშვილის ფლანგზე კარგი გარღვევისა და საგოლე პასის შემდეგ ძაგანიამ მიმდინარე სეზონში მე-11 გოლი შეაგდო.
ეროვნული ლიგის საუკეთესო ბომბარდირი ტორპედოს კომნენ ანდრიჩია, რომელსაც 13 გოლი აქვს, მეორე პოზიციაზე სწორედ ძაგანიაა - 10-გოლიან რუსთავის ჟან ალმეიდას გადაუსწრო.