ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნით, მეექვსე ტურში საქართველოს ნაკრებთან მოპოვებული გამარჯვების (1:0) შემდეგ, უკრაინის ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა, ტარას სტეპანენკომ მატჩის წინა სამზადისსა და მეტოქის თამაშზე ისაუბრა.
მან აღნიშნა:
საქართველოს ნაკრებთან მატჩამდე სტანდარტულ მდგომარეობებზე ბევრი ვიმუშავეთ და ამან შედეგი გამოიღო. შეხვედრამდე სხვადასხვა სცენარისთვის მოვემზადეთ, რაზეც განსაკუთრებული ყურადღება ჩვენმა მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეა მალდერამ გაამახვილა. საბოლოოდ, მოვლენები დიდწილად იმ გეგმის მიხედვით განვითარდა, რომელიც ანდრეამ შეიმუშავა.
მწვრთნელის ასისტენტმა განსაკუთრებული ყურადღება საქართველოს ნაკრების სტანდარტულ მდგომარეობებსა და სწრაფ შეტევებზე გაამახვილა:
მეტოქის მხრიდან საფრთხე თითქმის ყოველთვის სტანდარტული მდგომარეობებიდან იქმნებოდა. ეს ბურთის საჯარიმო მოედანში მიწოდების ყველაზე სწრაფი გზაა. მაგალითად, ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრების ძლიერი მხარე სწორედ სტანდარტული მდგომარეობები და სწრაფი შეტევებია.
მათ ხომ საქართველოს სწორედ ასე, აუტიდან ბურთის მიწოდების შემდეგ გაუტანეს. როდესაც მეტოქის 10 კუთხურსა და 5 საჯარიმო დარტყმას უმკლავდები, ადრე თუ გვიან ერთ-ერთი მათგანი მაინც დასრულდება კარში დარტყმით. ასეთია ფეხბურთი, შეუძლებელია ყველა რისკის სრულად აღმოფხვრა, თუმცა ამ მიმართულებით ბევრი ვიმუშავეთ და დავალებას თავი კარგად გავართვით.