იბერია 1999

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
ფეხბურთი

ფეხბურთი

ქვიზები

იბერია 1999

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
,,იმედგაცრუებული ვართ ყველა" - ლევან კობიაშვილის განცხადება
ფეხბურთიფეხბურთი
ქართულიქართული

,,იმედგაცრუებული ვართ ყველა" - ლევან კობიაშვილის განცხადება

8 წთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა განცხადება გაავრცელა.


,,უეფას ერთა ლიგის ბოლო გათამაშება დიდი იმედგაცრუებით დასრულდა. გულდაწყვეტილი დარჩა თითოეული გულშემატკივარი, ვისთვისაც ფეხბურთი მხოლოდ სპორტი არ არის. ეს არის ემოცია, ერთიანობა და ხშირად ის განსაკუთრებული იმედი, რომელიც მთელი ქვეყნის განწყობას განსაზღვრავს.


იმედგაცრუებული ვართ ყველა, ვისაც ამ ბრძოლაში სხვა შედეგის იმედი ჰქონდა, ვისაც სჯეროდა, რომ ჩვენი გუნდი გაცილებით მეტს შეძლებდა და ამ გათამაშებას სხვაგვარი დასასრული ექნებოდა. ყველაზე რთული სწორედ ის არის, რომ ამ მოლოდინს საფუძველი ჰქონდა. სულ ცოტა ხნის წინ ამავე გუნდმა გვაჩვენა, რამდენად დიდი შესაძლებლობები აქვს და რამდენად დიდი ემოციების ჩუქება შეუძლია საკუთარი ქვეყნისთვის.


ფეხბურთს ახლავს რთული პერიოდები და ეს ჩვენი რეალობისთვის უცხო არ არის. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ასეთ დროს ვლინდება, რამდენად შეგვიძლია რეალობისთვის თვალის გასწორება, შეცდომების აღიარება და საკუთარი თავისგან უფრო მეტის მოთხოვნა. წარუმატებლობის მიზეზების სხვებში ძიება ყველაზე მარტივი გზაა, მაგრამ ცვლილებები მხოლოდ მაშინ იწყება, როდესაც თითოეული ჩვენგანი საკუთარ პასუხისმგებლობას აცნობიერებს.


პირადად ჩემთვის ეს შედეგი განსაკუთრებით გულდასაწყვეტია. მტკივნეულია იმის გააზრება, რომ სწორედ ამ გუნდის უმრავლესობა სულ ცოტა ხნის წინ იყო იმ უდიდესი საფეხბურთო ზეიმის მონაწილე, რომელმაც მთელი საქართველო გააერთიანა. ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც გვაჩუქეს დაუვიწყარი ემოციები, სიამაყის განცდა და რწმენა იმისა, რომ ერთად შეუძლებელი არაფერია. სწორედ ამიტომ არის დღევანდელი იმედგაცრუება კიდევ უფრო მძიმე. ჩვენ ვიცით, რისი გაკეთება შეუძლია ამ გუნდს და გვჯერა, რომ მისი შესაძლებლობები გაცილებით მეტია, ვიდრე ბოლო შედეგებმა გვაჩვენა.


ამ მატჩებმა დაგვანახა, რომ საერთო მიზნის მისაღწევად აუცილებელია თითოეული ადამიანის მაქსიმალური პასუხისმგებლობა, სწორი დამოკიდებულება, შეუპოვრობა, ყოველდღიური შრომა და ბოლომდე ბრძოლის სურვილი. გუნდურ წარმატებას თითოეული ადამიანის წვლილი ქმნის და როდესაც შედეგი არ მოდის, ყველამ უნდა შევძლოთ საკუთარ თავში იმ მიზეზების დანახვა, რომელთა შეცვლაც ჩვენს ძალებშია.


არავის უნდა ჰქონდეს განცდა, რომ საკუთარი ვალდებულება სრულად შეასრულა, როდესაც საერთო მიზანს ვერ მივაღწიეთ. სწორედ ახლაა დრო, საკუთარ თავს ყველაზე რთული კითხვები დავუსვათ, ვიყოთ გულწრფელები საკუთარ თავთან და არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ საქმით დავამტკიცოთ, რომ ამ შედეგის შეცვლა ერთად შეგვიძლია.


ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, გუნდმა შეძლოს ამ მარცხის ღირსეულად მიღება, ტკივილის სწორ მოტივაციად გარდაქმნა და ახალი ენერგიით დაბრუნება. უნდა დავივიწყოთ წარუმატებლობა, მაგრამ არასდროს უნდა დავივიწყოთ ის გამოცდილება, რომელიც ამ პერიოდმა მოგვცა. მჯერა, რომ ამ გუნდს აქვს რესურსი, დაძლიოს არსებული სირთულეები და კიდევ ერთხელ აჩუქოს ჩვენს ქვეყანას ის ემოციები, რომლებიც ასე ძალიან დაგვაკლდა.


უნდა გვახსოვდეს, რომ ფეხბურთისგან მიღებული ყველაზე დიდი სიამოვნება მხოლოდ გამარჯვება არ არის - ეს არის გზა, რომელსაც ერთად გავდივართ, ბრძოლა, რომელსაც საერთო მიზნისთვის ვაგრძელებთ, და სიამაყე, რომელსაც საკუთარი ქვეყნის სახელით გვანიჭებს თითოეული წარმატება. ამ გზაზე ინდივიდუალურ შესაძლებლობებზე მაღლა ყოველთვის უნდა იდგეს გუნდი, საერთო პასუხისმგებლობა და ერთმანეთისთვის ბოლომდე ბრძოლის მზადყოფნა.


არასდროს უნდა დაგვავიწყდეს ჩვენი მაისურის მთავარი გზავნილი - „ძალა ჩემშია“ და ის სიტყვები, რომლებიც მხოლოდ სლოგანი არ არის და მთელი ქვეყნის ერთიანობას გამოხატავს - „მე ვარ საქართველო“. ამ სიტყვების მნიშვნელობა ყოველდღიურ დამოკიდებულებაში, ერთმანეთის მხარდაჭერასა და საერთო მიზნისთვის თავდადებაში უნდა გამოიხატებოდეს.


მინდა და მჯერა, რომ ახალი სანაკრებო ციკლიდან ჩვენი გუნდი შეძლებს დაკარგული ემოციების, ნდობისა და იმ განსაკუთრებული სიამაყის დაბრუნებას, რომელიც ასე ახლოს გვქონდა. გვჯერა ამ გუნდის, მაგრამ ამ რწმენას უნდა მოჰყვეს რეალური ცვლილებები, დაუღალავი შრომა და შედეგი. ჩვენი მიზანი მხოლოდ წარსული წარმატებების გახსენება არ უნდა იყოს. ჩვენ გვჭირდება ახალი წარმატებები და ახალი საფეხბურთო ზეიმი.


მადლობა უნდა ვუთხრათ იმ ადამიანებს, რომლებიც როგორც საქართველოს სტადიონებზე, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ, სხვადასხვა სტადიონის ტრიბუნებზე დაუღალავად და ერთგულად ქომაგობენ საკუთარი ქვეყნის ნაკრებს.


გულშემატკივარს აქვს უფლება, ელოდოს მეტს და იამაყოს თავისი ნაკრებით. ჩვენ კი გვაქვს პასუხისმგებლობა, გავამართლოთ ეს მოლოდინი.


წინ ახალი სანაკრებო ციკლია, ახალი გამოწვევებითა და შესაძლებლობებით. მჯერა, რომ ამ გუნდს კიდევ შეუძლია მთელი საქართველოს გაერთიანება ერთი დიდი მიზნის გარშემო - ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის ბრძოლა და ჩვენი ქვეყნისთვის კიდევ ერთი დაუვიწყარი საფეხბურთო ისტორიის შექმნა.


ჩვენმა გუნდმა იცის, რა შეუძლია. ახლა მთავარია, ეს კიდევ ერთხელ დავამტკიცოთ.” - წერს კობიაშვილი.

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

საქართველოს ეროვნული ნაკრები
ლევან კობიაშვილი
ქართული ფეხბურთი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

"ფსიქოლოგიურად ძალიან გაგვიჭირდა" - უკრაინის მწვრთნელი საქართველოსთან მატჩზე

•ფეხბურთი

ფეხბურთი

"ფსიქოლოგიურად ძალიან გაგვიჭირდა" - უკრაინის მწვრთნელი საქართველოსთან მატჩზე
•ფეხბურთი

ფეხბურთი

"საქართველო კარგად გამოიყურებოდა" - უკრაინელი ფეხბურთელი

•ფეხბურთი

ფეხბურთი

"საქართველო კარგად გამოიყურებოდა" - უკრაინელი ფეხბურთელი
•ფეხბურთი

ფეხბურთი

"სიმართლე გითხრათ, ძალიან რთული თამაში იყო" - უკრაინელი მოთამაშე

•ფეხბურთი

ფეხბურთი

"სიმართლე გითხრათ, ძალიან რთული თამაში იყო" - უკრაინელი მოთამაშე
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ევრო 2028-ის წილისყრა - რომელ კალათაშია საქართველო?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ევრო 2028-ის წილისყრა - რომელ კალათაშია საქართველო?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

5 სთ წინ

"ფსიქოლოგიურად ძალიან გაგვიჭირდა" - უკრაინის მწვრთნელი საქართველოსთან მატჩზე

News image

4 სთ წინ

"საქართველო კარგად გამოიყურებოდა" - უკრაინელი ფეხბურთელი

News image

4 სთ წინ

"სიმართლე გითხრათ, ძალიან რთული თამაში იყო" - უკრაინელი მოთამაშე

News image

3 სთ წინ

ევრო 2028-ის წილისყრა - რომელ კალათაშია საქართველო?

კომენტარები

ლინკის დაკოპირება