19-22 ნოემბერს უზბეკეთის დედაქალაქი ტაშკენტი ძიუდოში ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს.
ინდივიდუალური ასპარეზობების დასრულების შემდეგ, 22 ნოემბერს, შეჯიბრება შერეული გუნდური პირველობით დაიხურება.
ტურნირზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 600-მდე სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ტაშკენტში 16 ძიუდოისტით იქნება წარმოდგენილი, 9 ვაჟითა და 7 გოგონათი.
ვაჟთა გუნდი სამ წონით კატეგორიაში, 66, 90 და 100 კილოგრამებში ორ-ორი ძიუდოისტით გამოვა. საქართველოს +100 კგ-ში წარმომადგენელი არ ეყოლება.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების სრული შემადგენლობა:
ვაჟები:
60 კგ - ლუკა ომანაძე,
66 კგ - თორნიკე გიგაური, საბა საბაშვილი,
73 კგ - გიგი გიუნაშვილი,
81 კგ - გიორგი მუმლაძე,
90 კგ - ირაკლი ქავთარაშვილი, ლუკა თევდორაძე,
100 კგ - ნიკოლოზ ზაალიშვილი, დავით პაპუკიშვილი.
გოგონები:
48 კგ - თამარ გიგოლაევი,
52 კგ - ნინო თათრიშვილი,
57 კგ - ნინო ხარაიშვილი,
63 კგ - ნანა გულბიანი, მარიამ ნათელაური,
70 კგ - ქეთი რობაქიძე,
78 კგ - ბარბარე გელაშვილი.