მარიამ ბოლქვაძე სლოვაკეთის ქალაქ ტრნავაში მიმდინარე W75 კატეგორიის ტურნირზე 1/4 ფინალში გავიდა.
პირველ წრეში სერბ მეტოქესთან გამარჯვების შემდეგ, მსოფლიოს 312-ე ნომერმა ქართველმა 390-ე ჩოგან ჩეხ დენისა ზოლდაკოვას ორ სეტში დამაჯერებლად მოუგო - 6:4; 6:2.
ბოლქვაძე მომდევნო წრეში ტურნირზე პირველ ნომრად განთესილ ჩოგბურთელს, ბულგარელ ელიზარა იანევას (142-ე ჩოგანი) შეხვდება.
19 წლის იანევას ITF-ის 4 ტურნირი აქვს მოგებული (უმაღლესი კატეგორია - W50), ბოლქვაძის ანგარიშზე კი ამავე კატეგორიის 8 ტიტულია (უმაღლესი კატეგორია - W60).
მარიამ ბოლქვაძე და ელიზარა იანევა პირველ ურთიერთშეხვედრას გამართავენ. თამაში 20 ნოემბერსაა ჩანიშნული.