იბერია 1999

  • ფეხბურთიNEW
  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
ფეხბურთი

ფეხბურთი

ქვიზები

იბერია 1999

სიახლეები

ფეხბურთი

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
საქართველოს ნაკრების 10 საუკეთესო გამარჯვება
ფეხბურთიფეხბურთი
ქართულიქართული

საქართველოს ნაკრების 10 საუკეთესო გამარჯვება

25 სექ, 2026 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ერთა ლიგის 2026/27 წლების სეზონი დაიწყო. დღეს საქართველოს ნაკრები თბილისში ჩრდილოეთ ირლანდიას მიიღებს და კიდევ ერთი ლამაზი გამარჯვების მოპოვებას შეეცდება - დღევანდელ ბლოგში ნაკრების ისტორიაში 10 საუკეთესო გამარჯვებას გავიხსენებთ.


10. საქართველო 2:0 ურუგვაი


საქართველოს ნაკრებისამხრეთ ამერიკულ ნაკრებებთან თამაშებით განებივრებული ნამდვილად არაა - მით უმეტეს როდესაც საქმე მსოფლიოს ორგზის ჩემპიონ ურუგვაის ნაკრებს ეხება. 2006 წლის ბოლოს თბილისს ოსკარ ტაბარესის გუნდი ეწვია და ლევან კობიაშვილის დუბლით 2:0 დამარცხდა.



9. საქართველო 7:0 სომხეთი


საქართველოსა და სომხეთის საფეხბურთო დაპირისპირების ისტორია მრავალ დასამახსოვრებელ მატჩს მოიცავს,  მათგან პირველი 1997 წლის 30 მარტით თარიღდება - დავით ყიფიანის ნაკრებმა დინამოს სტადიონზე მეზობლები 7:0 გაანადგურა. შოთა არველაძემ სომხების კარი სამჯერ აიღო, აჩიმ ორჯერ, თითო-თითოჯერ კი თავი ქინქლაძემ და ყაველაშვილმა გამოიჩინეს.



8. საქართველო 2:0 შვედეთი


2021 წელს ბათუმის აჭარაბეთ არენაზე ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მატჩი გაიმართა - საქართველოში მოსაგებად ჩამოსული ზლატან იბრაჰიმოვიჩი და შვედეთი ხვიჩა კვარაცხელიამ დაამწუხრა. 20 წლის კვარამ ოლსენის კარი ორჯერ აიღო და შვედების მუნდიალზე გასვლის შანსები საკმაოდ შეამცირა.



7. საქართველო 2:0 შოტლანდია


ევრო 2008-ის შესარჩევ ეტაპზე შოტლანდიამ საქართველო შინ 2:1 დაამარცხა - თბილისში გამართულ საპასუხო მატჩში კი კლაუს ტოპმიოლერის შეგირდებმა სკოტები 2:0 დაამარცხეს. მატჩის პირველი გოლი 17 წლის ლევან მჭედლიძემ გაიტანა, მეორე ნახევარში კი გორდონის კარი დავით სირაძემ აიღო.




6. ესპანეთი 0:1 საქართველო


ევრო 2016-ის მოსამზადებელი პერიოდის ფარგლებში ვისენტე დელ ბოსკეს ნაკრები ვლადიმერ ვაისის საქართველოს ნაკრებს შეხვდა - ესპანელებს მადრიდში დაგეგმილი მარტივი გამარჯვება ჩაეშალათ. საქართველოს ნაკრები თორნიკე ოქრიაშვილის გოლით დაწინაურდა. მატჩის მეორე ნახევარში ფურია როხას უდიდესი უპირატესობის მიუხედავად, ესპანელებმა როინ კვასხვაძის კარის აღება ვერ მოახერხეს.



5. საქართველო 4:1 ჩეხეთი

ევროდან დაბრუნებულმა ბიჭებმა ისედაც ამაღლებული განწყობა ჩეხეთთან თამაშით კიდევ უფრო აამაღლეს - თვენახევრის წინ ნათამაშები რთული 1:1-ის შემდეგ, სანიოლის ნაკრებმა ჩეხეთი თბილისში 4:1 გაანადგურა.  კვარაცხელიას, ჩაკვეტაძის, მიქაუტაძისა და ქოჩორაშვილის გოლებით ულამაზეს სტილში მოგებული მატჩი საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი საუკეთესო პერფორმანსად რჩება.



4. საქართველო 1:0 რუსეთი


ევრო 2004-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-10 ჯგუფში საქართველო შვეიცარიასთან, ირლანდიასთან, ალბანეთთან და რუსეთთან ერთად მოხვდა. საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე პრინციპული მატჩი მალხაზ ასათიანის გოლით მოიგო - ივო ჟუჟაკის შეგირდებმა რუსეთის ნაკრები მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დაამარცხეს.



3. საქართველო 1:0 ხორვატია


შეცდომის დაშვების დრო ნამდვილად არ არი, ზუსტი პასია საჭირო, კალაძე მარცხენა ფლანგზე. თვითონ დაიძრა კალაძე. კანკავა. ჩაწოდება საჯარიმოში, შეიძლება სიტუაციის გამწვავება…საჯარიმოშია მარცვალაძე, პასი უკან. დარტყმა. გოლ. გოლ. გოლ. საქართველოს ნაკრებმა გაიტანა. 1:0. 1:0. გოლ. ხორვატებს გავუტანეთ ბოლო წუთზე…” - სიტყვები, რომელთა გაგონებისასაც, ნებისმიერ ქართველ გულშემატკივარს გული სხვანაირად უცემს. ევრო 2012-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველომ ხორვატია 90 წუთზე გატანილი გოლით

დაამარცხა.



2. საქართველო 0:0 (4:2) საბერძნეთი 


კვეკვესკირის გამორბენი, დარტყმა და საქართველო ევროპის ჩემპიონატზეა. მეორე შანსი, რომელიც საქართველომ გამოიყენა და ისტორიაში პირველად ევროპის უდიდეს ფორუმზე თამაშის უფლება მოიპოვა. მძიმე 120 წუთი და ნერვების ომი პენალტების სერიაში - მამარდაშვილის მოგერიება, ქოჩორაშვილის, დავითაშვილის, დვალის, კვეკვესკირის გოლები და ქუჩაში გამოსული საქართველო.




1. საქართველო 2:0 პორტუგალია


საბერძნეთთან მატჩიდან ზუსტად სამ თვეში ერი კიდევ ერთხელ გამოვიდა ქუჩაში საზეიმოდ - ამჯერად ნაკრებმა პორტუგალია დაამარცხა და ევრო 2024-ის ჯგუფიდან გავიდა. ხვიჩა კვარაცხელიასა და გიორგი მიქაუტაძის გოლებით სანიოლის შეგირდებმა კრიშტიანუ რონალდუს პორტუგალიას 2:0 სძლიეს და სადებიუტო ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში თამაშის უფლება მოიპოვეს.


ნიკოლოზ კვარაცხელია

ნიკოლოზ კვარაცხელია

ხვიჩა კვარაცხელია

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

კვარა ოქროს ბურთის სამეულში? - მერამდენე ადგილზეა ხვიჩა L'Équipe-ის გამოკითხვაში?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

კვარა ოქროს ბურთის სამეულში? - მერამდენე ადგილზეა ხვიჩა L'Équipe-ის გამოკითხვაში?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ენრიკე კვარაცხელიას მხარს არ უჭერს?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ენრიკე კვარაცხელიას მხარს არ უჭერს?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგის განახლებული რეიტინგი - ტოპ 10 გუნდი

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგის განახლებული რეიტინგი - ტოპ 10 გუნდი
•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: პსჟ-მ სტუმრად მან სიტი დაამარცხა - კვარა ცვლილებაზე შემოვიდა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: პსჟ-მ სტუმრად მან სიტი დაამარცხა - კვარა ცვლილებაზე შემოვიდა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

13 ოქტ, 2026

კვარა ოქროს ბურთის სამეულში? - მერამდენე ადგილზეა ხვიჩა L'Équipe-ის გამოკითხვაში?

News image

13 ოქტ, 2026

ენრიკე კვარაცხელიას მხარს არ უჭერს?

News image

13 ოქტ, 2026

ჩემპიონთა ლიგის განახლებული რეიტინგი - ტოპ 10 გუნდი

News image

14 ოქტ, 2026

VIDEO: პსჟ-მ სტუმრად მან სიტი დაამარცხა - კვარა ცვლილებაზე შემოვიდა

კომენტარები

ლინკის დაკოპირება