ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებისა და პორტსმუთის ნახევარმცველმა, ტერი დევლინმა საქართველოსთან მოახლოებულ მატჩსა და ხვიჩა კვარაცხელიას წინააღმდეგ თამაშზე ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ პსჟ-ის ქართველი ვარსკვლავი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, საქართველოს ნაკრებში სხვა სახიფათო მოთამაშეებიც არიან:
თუ ფლანგზე დამაყენებენ, მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელთან, ხვიჩა კვარაცხელიასთან დაპირისპირება მომიწევს. ის შესანიშნავი ფეხბურთელია, თუმცა ქართველებს სხვა კარგი მოთამაშეებიც ჰყავთ. არ შეიძლება მთელი ყურადღება მხოლოდ ერთ ფეხბურთელზე გადაიტანოთ.
ჩრდილოეთ ირლანდიელმა ფეხბურთელმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ მათი გუნდი B ლიგაში ევროპის წამყვან ნაკრებებთან კონკურენციისთვის მზად არის და მატჩში კონცენტრაციის შენარჩუნება დასჭირდებათ.