საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფას ერთა ლიგის ახალი სეზონის პირველ შეხვედრას ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.
ახალი სანაკრებო სეზონის დაწყებამდე მოახლოებული შეხვედრების შესახებ ნაკრების ნახევარმცველმა, ოთარ კიტეიშვილმა ისაუბრა.
„ახალი ციკლი და ახალი ეტაპი ჩვენთვის ყოველთვის განსაკუთრებულია და ასეა ამ შემთხვევაშიც. მოკლე პერიოდში გვიწევს ოთხი თამაშის ჩატარება და მნიშვნელოვანია, რომ ფეხბურთელები, რომლებიც დღეს აქ არიან, მაქსიმალურად მზად იყვნენ.
თითოეული შანსი, რომელიც გვაქვს, მნიშვნელოვანია და მისი გამოყენება აუცილებელია. მით უმეტეს, რომ სწორედ ერთა ლიგიდან მოვახერხეთ ევროპის ჩემპიონატზე გასვლა და ვეცდებით, ამ ჯგუფშიც წარმატებას მივაღწიოთ.
ძალიან მნიშვნელოვანი იქნება სტარტი, განსაკუთრებით ორი საშინაო მატჩი. იმედი მაქვს, კარგად დავიწყებთ და კარგი შედეგებით დავასრულებთ მიმდინარე შეკრებას.“ - კიტეიშვილის სიტყვებს ეროვნული ნაკრების გვერდი ციტირებს.
25 სექტემბერს, 20:00 საათზე, საქართველოს ნაკრები დინამო არენაზე ჩრდილოეთ ირლანდიას დაუპირისპირდება.
,,ყველამ მაქსიმუმი უნდა გააკეთოს" - მამარდაშვილი ერთა ლიგაზე