ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, მაიკლ ო'ნილმა ერთა ლიგის მოახლოებულ მატჩებსა და საქართველოსთან დაპირისპირებაზე ისაუბრა.
მისი თქმით, მიუხედავად ახალი ფორმატის სირთულეებისა და მჭიდრო კალენდრისა, მისი გუნდი ბრძოლისთვის მზადაა:
ვფიქრობ, გუნდების ამჟამინდელი დონის გათვალისწინებით, ჯგუფში ძალები საკმაოდ თანაბრადაა გადანაწილებული. ცხადია, ზოგიერთი ნაკრები რეიტინგით ჩვენზე გაცილებით მაღლა დგას, თუმცა არ მგონია, რომ ამან უნდა შეგვაშინოს. მიმაჩნია, რომ უაღრესად რთული თამაშები გველის, მაგრამ ვფიქრობ, ეს შესანიშნავი გამოწვევაა.
ინტერვიუს დასასრულს ჩრდილოეთ ირლანდიელთა თავკაცმა ხვიჩა კვარაცხელია გამოარჩია და განაცხადა, რომ ამ დროისთვის ქართველი შემტევი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა, რაც საქართველოს ნაკრებს განსაკუთრებულ ძალას მატებს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის მატჩი 25 სექტემბერს დინამო არენაზე გაიმართება, საპასუხო შეხვედრა კი 5 ოქტომბერს გაიმართება.