საფეხბურთო ანალიტიკური პლატფორმის, Football Meets Data-ს (FMD) სიმულაციის თანახმად, ერთა ლიგის ახალ სეზონში საქართველოს ნაკრების შანსები B2 ჯგუფში თითქმის თანაბრადაა გადანაწილებული.
პროგნოზის მიხედვით, ყველაზე დიდი ალბათობით გუნდი მესამე ადგილს დაიკავებს.
10 ათასი სიმულაციის შედეგად, ჯგუფის მთავარ ფავორიტად უკრაინა სახელდება (45.0%), მეორე ადგილზეა უნგრეთი (27.0%), ხოლო საქართველოს ნაკრებს პირველობის 17%-იანი შანსი აქვს.
საქართველოს ნაკრების ადგილების განაწილება პროგნოზით:
III ადგილი: 29.6%
IV ადგილი: 29.1%
II ადგილი: 24.3%
I ადგილი: 17.0%
პლატფორმის შეფასებით, ვილი სანიოლის გუნდს მოსალოდნელ ქულებში 7.6 წერია, რაც დაახლოებით ორი გამარჯვებისა და ორი ფრის ტოლფასია.
მესამე ადგილის დაკავების შემთხვევაში, ნაკრები ვერც A ლიგაში აღზევდება, ვერც C ლიგაში გავარდება და არც ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის კვოტას მიიღებს, შესარჩევ ციკლში კი წილისყრისთვის მესამე კალათში მოხვდება.