Transfermarkt-ის განახლებული მონაცემებით, ფროზინონესა და საქართველოს ნაკრების ქართველი გარემარბის, გიორგი კვერნაძის ღირებულებამ აიღია.
კვერნაძის სატრანსფერო ღირებულება გაორმაგდა და 4 მილიონიდან 8 მილიონი ევრო გახდა.
ფეხბურთელის ფასის ზრდა სერია ა-ს მიმდინარე სეზონში მის ბრწყინვალე თამაშს უკავშირდება.
23 წლის შემტევმა ჩემპიონატის პირველ 5 მატჩში 3 გოლი (ვენეციასთან, ჯენოასთან და კომოსთან) და 1 საგოლე პასი (ფიორენტინასთან) მიითვალა, ხოლო იტალიის თასის ჩათვლით მის ანგარიშზე ჯამში 6 შეხვედრაში 5 გოლი და 2 ასისტია.