უნგრეთის ეროვნული ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა და მთავარმა მწვრთნელმა, პეტერ ბოჟიკმა ერთა ლიგაზე უნგრელთა მეტოქეები შეაფასა და საქართველოს ნაკრებზეც ისაუბრა.
მან აღნიშნა:
საქართველ შესანიშნავია და კონტრშეტევებზე ძალიან საშიშია. მიუხედავად ამისა, თუ წარმატების მიღწევა გვსურს, ვალდებულები ვართ, ისინი შინ დავამარცხოთ. ჩვენ ბურთის კონტროლს ვანიჭებთ უპირატესობას, ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, რათა ბურთი არ დავკარგოთ და კონტრშეტევებისგან თავი დავიცვათ. ეს დეტალი უკრაინასა და საქართველოსთან მატჩებში, შესაძლოა, გადამწყვეტი აღმოჩნდეს.
უნგრეთის ყოფილმა თავკაცმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის ნაკრები დაცვიდან შეტევაში სწრაფი გადასვლით გამოირჩევა, ხოლო ჩრდილოეთ ირლანდია ყველაზე პროგნოზირებად მეტოქედ მიაჩნია, რომელთანაც გამარჯვებას ვარაუდობს.