-
Aa
+
ფონტის ზომა
ამ ბლოგში გავიცნოთ ეროვნული გუნდის მეტოქეები, მათი შემადგენლობები და ურთიერთშეხვედრების ისტორია.
ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ერთა ლიგის B2 ჯგუფის 4 მატჩისთვის 28-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.
B ლიგის მე-2 ჯგუფში ჩრდილოეთ ირლანდია ასპარეზობას 25 სექტემბერს, თბილისში, საქართველოს წინააღმდეგ გასვლითი მატჩით დაიწყებს, ხოლო 28 სექტემბერს ბელფასტში უნგრეთს უმასპინძლებს.
2 ოქტომბერს ჩრდილოეთ ირლანდია კვლავ სტუმრად ითამაშებს, უკრაინას სლოვაკეთში დაუპირისპირდება, 5 ოქტომბერს კი უინძორ პარკის ეროვნულ საფეხბურთო სტადიონზე საქართველოს უმასპინძლებს.
ჩრდილოეთ ირლანდიის შემადგენლობაში 9 ცვლილება და დამატებაა იმ 23-კაციან განაცხადთან შედარებით, რომელიც ზაფხულის დასაწყისში გვინეასა და საფრანგეთთან ამხანაგური მატჩებისთვის იყო შერჩეული.
ამჯერად განაცხადს მიღმა დარჩნენ მეკარეები ლუკ საუთვუდი (ბლექპული) და ჯოშ კლარკი (დონკასტერ როვერსი), ასევე რედინგის თავდამსხმელი ჯეიმი რიდი. სამივე ფეხბურთელი სექტემბერ-ოქტომბრის მატჩებისთვის სარეზერვო სიაშია.
პრესტონ ნორთ ენდის ნახევარმცველი ალისტერ მაკკანი, რომელიც ივნისში გვინეასთან მოგებულ შეხვედრაში შეცვლაზე შევიდა, ხოლო საფრანგეთთან მარცხისას სასტარტო შემადგენლობაში იყო, ტრავმის გამო გუნდს ვერ დაეხმარება.
ამჟამად ტრავმირებულთა შორის არიან აბერდინის ნახევარმცველი ბრედ ლაიონსი და ლივერპულის მცველი კონორ ბრედლიც.
საქართველოსთან ორი, ასევე უნგრეთთან და უკრაინასთან ერთა ლიგის მატჩებისთვის შერჩეული ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრების საშუალო ასაკი 24 წელია. 28-კაციან შემადგენლობაში 4 თინეიჯერი და 25 წლამდე ასაკის 17 ფეხბურთელია.
აქამდე საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებებს ერთმანეთთან მხოლოდ ერთხელ უთამაშიათ. 2008 წლის მარტში გამართულ ამხანაგურ მატჩში ჩრდილო ირლანდიელებმა 4-1 იმარჯვეს.
მეკარეები: ბეილი პიკოკ-ფარელი (ბლექპული), კონორ ჰაზარდი (უიკომბი), პირს ჩარლზი (ქპრ, იჯარით მანჩესტერ სიტიდან).
მცველები: დანიელ ბალარდი და ტრეი ჰიუმი (ორივე სანდერლენდი), კიარონ ბრაუნი და ბროდი სპენსერი (ორივე ოქსფორდ იუნაიტედი), პედი მაკნეირი (ჰალი), რუაირი მაკკონვილი (ნორვიჩ სიტი), ტერი დევლინი (პორტსმუთი), ტომ ატჩესონი (ბლექბერნი), ეოინ ტოალი (ბოლტონი), მაიკლ ფორბსი (დანდი იუნაიტედი).
ნახევარმცველები: ეთან გალბრეითი და ჯასტინ დევენი (ორივე სტოკი), ში ჩარლზი (ფულემი), აიზეკ პრაისი (ვესტ ბრომვიჩი), პოლ სმიტი (ქპრ), ჯორდან ტომპსონი (პრესტონ ნორთ ენდი), ჯეიმი მაკდონელი (ოქსფორდ იუნაიტედი), პატრიკ კელი (ბარნსლი), კირან მორისონი (შეფილდ უენსდეი, იჯარით ლივერპულიდან).
თავდამსხმელები: ჯოშ მაგენისი (სტივენიჯი), დიონ ჩარლზი (ბლექპული, იჯარით ჰადერსფილდიდან), კალუმ მარშალი (ლუტონი), ჯეიმი დონლი (ლუტონი, იჯარით ტოტენჰემიდან), ბრაიდენ გრემი (ევერტონი), კედახ ო’ნილი (არსენალი).
პირველ ტურში უკრაინის ნაკრები 25 სექტემბერს ბუდაპეშტში უნგრეთს დაუპირისპირდება. შეხვედრა პუშკაშ არენაზე გაიმართება. 28 სექტემბერს კი გუნდი თბილისში გაემგზავრება, სადაც მეორე ტურში საქართველოს ნაკრებს შეხვდება.
სანაკრებო შეკრების დაწყებამდე უკრაინის შემადგენლობაში ცვლილებები განხორციელდა. ტრავმების გამო მატჩებს არტემ დოვბიკი და არტემ სტეპანოვი გამოტოვებენ, ხოლო ოლექსანდრ ანდრიევსკი აპენდიციტის გამო ვერ ითამაშებს.
ამასთან, ანდრეა მალდერამ ნაკრებში ოლექსანდრ პიხალიონოკი, იჰორ კრასნოპირი და ვლადისლავ ველეტენი გამოიძახა.
უკრაინული მედიის ცნობით, ნაკრების შეკრებაზე ჩასვლაზე უარი ბრენტფორდის ნახევარმცველმა ეჰორ იარმოლიუკმა და მადრიდის რეალის მეკარემ ანდრეი ლუნინმა განაცხადეს.
იარმოლიუკის ოფიციალურ მიზეზად ტრავმა დასახელდა, თუმცა უკრაინულ მხარეს ამაში ეჭვი ეპარება. მიუხედავად იმისა, რომ ფიფას რეგულაციებით ასოციაციას ფეხბურთელის ბაზაზე შემოწმება შეეძლო, ინგლისური კლუბის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია საკმარისი აღმოჩნდა.
რაც შეეხება ანდრეი ლუნინს, ის სამწვრთნელო შტაბის ყურადღების მიღმა დარჩა, რასაც ექსპერტები წარსულში მომხდარ ინციდენტებს და სასტარტო შემადგენლობასთან დაკავშირებულ გახმაურებულ უთანხმოებებს უკავშირებენ.
უკრაინელებს მომავალი მატჩებისთვის ასევე რამდენიმე ლიდერი დააკლდებათ. ტრავმის გამო გუნდს ვერ დაეხმარება ტრაბზონსპორის ნახევარმცველი რუსლან მალინოვსკი, რომელიც გამოჯანმრთელების პროცესს აგრძელებს.
გარდა ამისა, ტრავმირებულ მიხაილო მუდრიკს პოლონური გურნიკის გარემარბი მაქსიმ ხლანი შეცვლის, ხოლო ივან კალუჟნის ნაცვლად ნაკრებში ინგლისური ლინკოლნის ნახევარმცველ ივან ვარფოლომეევს უხმეს.
აღნიშნულ გუნდებს შორის ყველაზე მეტი მატჩი საქართველოს ნაკრებს უკრაინის წინააღმდეგ აქვს ჩატარებული და ერთ-ერთ ყველაზე უხერხულ მეტოქედაც ითვლება.
საქართველო და უკრაინა ერთმანეთს აქამდე 11-ჯერ შეხვდნენ, საიდანაც 7-ჯერ უკრაინამ იმარჯვა, 4-ჯერ კი მატჩი ფრედ დასრულდა, საქართველოს ნაკრებს კი უკრაინა არასდროს დაუმარცხებია.
2001 წელს თბილისში გამართული ამხანაგური მატჩი 0-0 დასრულდა, 2005 წელს მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრა 1-1 მორჩა, სადაც გოლი გოგა გახოკიძემ გაიტანა.
2007 წელს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის თამაში ასევე 1-1 დასრულდა, სადაც თავი დავიდ სირაძემ გამოიჩინა, 2024 წელს ბათუმში გამართულ ერთა ლიგის მატჩში კი, რომელიც კვლავ 1-1 მორჩა, ჩვენი მხრიდან გიორგი მიქაუტაძემ შეაგდო.
მეკარეები: ანატოლი ტრუბინი (ბენფიკა), ჰეორჰი ერმაკოვი ხარკოვი), დმიტრო რიზნიკი (შახტარი).
მცველები: ილია ზაბარნი (პსჟ), მიკოლა მატვიენკო (შახტარი), ტარას მიხავკო (დინამო კიევი), ედუარდ სარაპი (ჟიტომირი), ვალერი ბონდარი (შახტარი), ოლექსანდრ დრამბაიევი (ჩერკასი), ვიტალი მიკოლენკო (ევერტონი), ილია კრუპსკი (ხარკოვი), ბოჰდან მიხაილიჩენკო (ჟიტომირი).
ნახევარმცველები: ოლეგ ოჩერეტკო (შახტარი), ვოლოდიმირ ბრაჟკო (დინამო კიევი), იეჰორ ნაზარინა (შახტარი), ოლექსანდრ ანდრიევსკი (ჟიტომირი), მიკოლა შაპარენკო (დინამო კიევი), ჰეორჰი სუდაკოვი (ბენფიკა), ივან ვაფოლომიევი (ლინკოლნ სიტი), ოლექსანდრ პიხალიონოკი (დინამო კიევი), ვლადისლავ ველეტენი (ჟიტომირი).
შემტევები: მაქსიმ ხლანი (გორნიკი), ვიქტორ ციგანკოვი (აიაქსი), ოლექსანდრ ზუბკოვი (აეკი), ანდრი იარმოლენკო (დინამო კიევი), ოლექსანდრ ნაზარენკო (ჟიტომირი), მატვიი პონომარენკო (დინამო კიევი), დანილო სიკანი (ანდერლეხტი), ვლადისლავ ვანატი (ჟირონა), რომან იარემჩუკი (ოლიმპიაკოსი), იჰორ კრასნოპირი (ჟიტომირი)
რეზერვი: ოლექსანდრ რომანჩუკი (კრაიოვა), რომან ვანტუხი (კარპატი), დმიტრო კრისკივი (შახტარი), ოლექსანდრ კარავაევი (შახტარი), არტემ ბონდარენკო (ალ აჰლი), არტემ შაბანოვი (ხარკოვი), ჰენადი სინჩუკი (მონრეალი).
უნგრეთის ეროვნული ნაკრებში, ნახევარდაცვის გარდა, ყველა პოზიციაზე ახალი ფეხბურთელები არიან გამოძახებული.
მარკო როსის გუნდი პირველ შეხვედრას 25 სექტემბერს, პუშკაშ არენაზე, უკრაინის წინააღმდეგ გამართავს. 28 სექტემბერს უნგრეთი ჩრდილოეთ ირლანდიას დაუპირისპირდება, 2 ოქტომბერს კი საკუთარ მოედანზე საქართველოს უმასპინძლებს.
მეოთხე მატჩში უნგრელთა მეტოქე კვლავ უკრაინა იქნება, შეხვედრა ამჯერად სლოვაკეთის ქალაქ ტრნავაში გაიმართება. უნგრეთის ნაკრები 4 მატჩისთვის 26-კაციანი შემადგენლობით ემზადება.
„მეკარეებიდან დენეშ დიბუსსა და არონ იაკობიშვილსაც ვესაუბრე, თუმცა სხვადასხვა მიზეზის გამო ისინი არ გამომიძახებია,“ - განუცხადა მარკო როსიმ mlsz.hu-ს.
„დენეშს მიმდინარე სანაკრებო პაუზის დროს ფიზიკური დასვენება სჭირდება. არონმა კი ამ სეზონში ბარსელონაში მხოლოდ 1 მატჩი ჩაატარა, შემდეგ იჯარით ალმერიაში გადავიდა, სადაც მისი მთავარი ამოცანა ამ ეტაპზე ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრებაა."
FIFA-ს მსოფლიო რეიტინგში უკრაინა უნგრეთს 6 პოზიციით უსწრებს და 33-ე ადგილზეა, ჩრდილოეთ ირლანდია 70-ე პოზიციას იკავებს, საქართველო კი - 72-ეს.
მარკო როსის აზრით, რეიტინგი გარკვეულწილად შეცდომაში შემყვანია, რადგან ოთხივე ნაკრების რეალური სათამაშო შესაძლებლობები ერთმანეთთან გაცილებით ახლოსაა, ვიდრე რეიტინგში მათი პოზიციები მიუთითებს.
„ჩვენი ოთხეული ძალიან დაბალანსებულია და, ჩემი აზრით, ჯგუფში გამოკვეთილი ფავორიტი არ არსებობს,“ - აღნიშნა უნგრეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა.
„გვსურს ვაჩვენოთ, რა შეგვიძლია. ჩვენი მიზანი ნათელია, A ლიგაში დაბრუნება. 10 დღეში 4 მატჩის ჩატარება რთული იქნება, თუმცა ახალი ფორმატი ჩვენს მეტოქეებსაც ასეთივე გამოწვევის წინაშე აყენებს.
უკრაინასა და საქართველოს საკუთარ მოედანზე შევხვდებით, ჩრდილოეთ ირლანდიას სტუმრად დავუპირისპირდებით, ბოლო შეხვედრაში კი კვლავ უკრაინასთან ვითამაშებთ.
მიუხედავად იმისა, რომ ძალთა თანაფარდობა საკმაოდ დაბალანსებულია, გუნდებს შორის ტაქტიკური განსხვავებები, რა თქმა უნდა, არსებობს.
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიისგან 3 ცენტრალური მცველით თამაშს ველით, უკრაინის შემთხვევაში კი 4 მცველით თამაშს ვვარაუდობთ. შესაბამისად, ორივე სქემისთვის ტაქტიკურად მზად უნდა ვიყოთ.
სიტყვის კარგი მნიშვნელობით, აგრესიულები უნდა ვიყოთ, ანუ ბურთის დაკარგვის შემთხვევაში ის რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავიბრუნოთ, სასურველია, ჯერ კიდევ მოედნის შუა ნაწილში. როგორც მარტის შემდეგ ყველა შეხვედრაში, ახლაც ბევრი უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ ჩვენი დაცვა კვლავ მაქსიმალურად სტაბილური გახდეს.“
საქართველოსა და უნგრეთის ურთიერთშეხვედრების ისტორია ორ მატჩს ითვლის. გუნდები ერთმანეთს 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე დაუპირისპირდნენ.
2001 წელს ბუდაპეშტში გამართული მატჩი უნგრელეებმა 4-1 მოიგეს, ქართველების მხრიდან ერთადერთი გოლი ლევან კობიაშვილმა გაიტანა.
2001 წლის თბილისურ შეხვედრაში კი ქართველებმა 3-1 იმარჯვეს - გოლები შოთა არველაძემ, გოჩა ჯამარაულმა და ალექსანდრე იაშვილმა მიითვალეს.
მეკარეები: ბენცე გუნდელ-ტაკაჩი (ზტე), არმინ პეჩი (ჰარტბერგი), ბალაჟ ტოტი (ბლექბერნ როვერსი).
მცველები: ბენდეგუზ ბოლა (რაპიდი ვენა), მარკ ჩინგერი (გრონინგენი), არონ დოქტორიჩი (ვაშაში), მილოშ კერკეზი (ლივერპული), აკოშ მარკგრაფი (კოპენჰაგენი), ვილი ორბანი (ლაიპციგი), ატილა ოშვატი (ფერენცვაროში), კალუმ სტაილზი (ვესტ ბრომვიჩ ალბიონი), კორნელ სუჩი (ვოივოდინა), ბენცე ვარკონი (ყარაბაღი).
ნახევარმცველები: აარონ ჩონგვაი (სენტ-ეტიენი), ანდრაშ შეფერი (უნიონ ბერლინი), დომინიკ სობოსლაი (ლივერპული), ტამაშ სუჩი (ფამალიკაუ), ალექს ტოტი (ბორნმუთი), რაიმუნდ ტოტი (ქონიასპორი), მილან ვიტალისი (აეკ).
თავდამსხმელები: გაბორ იურეკი (მტკ ბუდაპეშტი), დანიელ ლუკაჩი (პუშკაშ აკადემია), დამირ რეჯიჩი (ზალცბურგი), როლანდ შალაი (გალათასარაი), იოჟეფ სალაი (პაკში), ბარნაბაშ ვარგა (აეკი).
საქართველო - ჩრდილოეთ ირლანდია (25 სექტემბერი, 20:00)
საქართველო - უკრაინა (28 სექტემბერი, 20:00)
უნგრეთი - საქართველო (2 ოქტომბერი, 22:45)
ჩრდილოეთ ირლანდია - საქართველო (5 ოქტომბერი, 22:45)
საქართველო - უნგრეთი (14 ნოემბერი, 21:00)
უკრაინა - საქართველო (17 ნოემბერი, 23:45)

თაზო ჩარკვიანი
კომენტარები