VIDEO: საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგისთვის მზადება დაიწყო
1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
საქართველოს ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის ახალი გათამაშებისთვის მზადება დაიწყო.
21 სექტემბერს, პირველი ვარჯიში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე შედგა. პროცესში 17 ფეხბურთელი მონაწილეობდა.
დავით კერესელიძე, ჯიმი ტაბიძე, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი, გიზი მამაგეიშვილი, ოთარ მამაგეიშვილი, გიორგი მიქაუტაძე, გიორგი გაგუა, გიორგი კვერნაძე და ხვიჩა კვარაცხელია სავარჯიშო პროცესს 22 სექტემბრიდან შეუერთდებიან.
ორკვირიანი შეკრების ფარგლებში ეროვნული ნაკრები 4 მატჩს ჩაატარებს. 25 სექტემბერს სანიოლის გუნდი ჩრდილოეთ ირლანდიას მიიღებს, 28 სექტემბერს კი - უკრაინას.
2 ოქტომბერს, საქართველოს ნაკრები სტუმრად უნგრეთს შეხვდება, ხოლო 5 ოქტომბერს ჩრდილოეთ ირლანდიას ეწვევა.