ნიუკასლის ახალგაზრდული გუნდის თავდამსხმელი ვახტანგ სალია საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების შეკრებას შეუერთდა.
ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება და 26 სექტემბერს, მიხეილ მესხის სტადიონზე საბერძნეთს უმასპინძლებს.
VIDEO: საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ევროსთვის მზადება დაიწყო
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების უახლოესი მატჩების განრიგი ასეთია:
26 სექტემბერი | თბილისი, მიხეილ მესხი - საქართველო VS საბერძნეთი (19:00)
1 ოქტომბერი | შოუგრაუნდსი - ჩრდილოეთ ირლანდია VS საქართველო (20:00)
6 ოქტომბერი | ბილეფელდი - გერმანია VS საქართველო (22:45)
ნაკრებთან ერთად ვარჯიშის დაწყების შემდეგ ვახტანგ სალიამ მედიასთან კომენტარი გააკეთა:
ჩემთვის ბოლო ორი წელი ძალიან ძნელი იყო, რადგან არც ერთ ასაკობრივ ნაკრებში არ ვიყავი. ძალიან გამიჭირდა, მაგრამ უკვე დროა, დავბრუნდე და ქომაგებს ჩემი შესაძლებლობები ისევ ვაჩვენო. ვარჯიში ცოტა ხნის წინ განვაახლე, რამდენიმე თამაშიც ჩავატარე და, ვფიქრობ, ფორმაში შევდივარ.
გულშემატკივარს ვთხოვ, საბერძნეთთან შეხვედრას დაესწროს, რადგან, ჩემი აზრით, საინტერესო თამაში იქნება. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საბერძნეთი დავამარცხოთ და კარგი თამაში ვაჩვენოთ.