VIDEO: საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ევროსთვის მზადება დაიწყო
1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები შეიკრიბა და მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, რამაზ სვანაძის ხელმძღვანელობით, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მზადება არასრული შემადგენლობით დაიწყო.
გუნდს ქუთაისის ტორპედოს მცველი ლუკა ლაცაბიძეც შეუერთდა.
ახალგაზრდული ნაკრების მომავალი შეხვედრების კალენდარი ასეთია:
26 სექტემბერი | თბილისი, მიხეილ მესხი - საქართველო VS საბერძნეთი (19:00) 1 ოქტომბერი | შოუგრაუნდსი, ბალიმენა - ჩრდილოეთ ირლანდია VS საქართველო (20:00) 6 ოქტომბერი | ბილეფელდი, შიუკო არენა - გერმანია VS საქართველო (22:45)
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: პაპუნა ბერუაშვილი (რუსთავი), მიხეილ მაქაცარია (დინამო თბილისი), გიორგი ყავლაშვილი (უნიონ სენ-ჟილი, ბელგია).
მცველები: რატი გრიგალავა (სუდუვა, ლიეტუვა), ალექსანდრე ამისულაშვილი (იბერია 1999), აკაკი გიუნაშვილი (კოლხეთი 1913), დავით ბუკია (ტორპედო), ალექსანდრე ნარიმანიძე (ჟილინა, სლოვაკეთი), მუხრან ბაგრატიონი (კაპფენბერგი, ავსტრია), ნიკოლოზ ცეცხლაძე (სამგურალი), ნიკოლოზ ჩიქოვანი (რუსთავი).
ნახევარმცველები: ლუკა წულუკიძე, გურამ ჯაფარიძე (ორივე - დინამო ბათუმი), დაჩი ლორთქიფანიძე (კრემონეზე, იტალია), ნიკოლოზ დადიანი (იბერია 1999), ალექსანდრე ფეიქრიშვილი (გაგრა), გიორგი რობაქიძე (ჩერნომორეცი, უკრაინა), ალეკო ბასილაძე (სლოვან ლიბერეცი, ჩეხეთი).
თავდასხმელები: გიორგი ჩუბინიძე (ბორნმუთი, ინგლისი), დიეგო დეისაძე (ტორპედო), ნიკოლოზ ჩიქოვანი (უოტფორდი, ინგლისი), თორნიკე კვარაცხელია (დინამო თბილისი), ვახტანგ სალია (ნიუკასლ იუნაიტედი).