საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები 25-30 სექტემბერს პოლონეთში გასამართ საერთაშორისო ტურნირზე, სირენკას თასზე ითამაშებს.
მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჩიტაურმა ნაკრებში ელიას მიულერი (გერმანული ლანდსჰუტიდან) და ნიკოლოზ ლიპარტელიანიც (ესპანური ატლეტიკ სან ჟუსტიდან) გამოიძახა.
ტურნირზე საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი ასეთია:
25 სექტემბერი | ვარშავა - ირლანდია VS საქართველო
27 სექტემბერი | ვარშავა - ჩეხეთი VS საქართველო
30 სექტემბერი | გკს პოგონი - პოლონეთი VS საქართველო
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: შოთა მეტონიძე (ტორპედო ქუთაისი), ელიას მიულერი (ლანდსჰუტი, გერმანია), ოთარ გურიელი (დინამო თბილისი).
მცველები: ნიკოლოზ კობზონაძე, გიორგი აბულაძე, საბა მეტონიძე, გაბრიელ გოგუა (ყველა - დინამო თბილისი), ნიკოლოზ უღრელიძე (იბერია 1999), ანდრია ფოცხვერია (ინტერი თბილისი), ნიკოლოზ ლიპარტელიანი (ატლეტიკ სან ჟუსტი, ესპანეთი).
ნახევარმცველები: ალექსანდრე ჩიქოვანი, გიორგი მღებრიშვილი, დაჩი დგებუაძე (სამივე - ინტერი თბილისი), ანდრია ოჩიგავა, დემეტრე ქურასბედიანი, გიორგი ღუნაშვილი (სამივე - დინამო თბილისი), ერეკლე კაკულია (სამტრედია), დიმა ბიჩინაშვილი (დინამოვეცი, რუსეთი), გური კაკაბაძე (რუსთავი).
თავდასხმელები: ჯუმბერ დუმბაძე (გონიო), ნიკოლოზ სახვაძე (დინამო თბილისი).
ეს ტურნირი გიორგი ჩიტაურის გუნდისთვის ბოლო მოსამზადებელი ეტაპია ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წინ.
შესარჩევი ჯგუფის მატჩებს საქართველო 11-17 ნოემბერს უმასპინძლებს, სადაც ჩვენი ნაკრების მეტოქეები ყაზახეთი და ავსტრია იქნებიან.