VIDEO: სრული შემადგენლობით - ერთა ლიგისთვის მზადება გრძელდება
2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
საქართველოს ნაკრები უეფას ერთა ლიგისთვის მზადებას აგრძელებს.
მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე გუნდმა სრული შემადგენლობით ივარჯიშა.
25 სექტემბრიდან 5 ოქტომბრის ჩათვლით ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის 4 მატჩს ჩაატარებს.
ჩრდილოეთ ირლანდიასთან და უკრაინასთან საშინაო შეხვედრების შემდეგ, ეროვნული გუნდი უნგრეთს ეწვევა, შემდეგ კი ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებს ბელფასტში შეხვდება.
მოახლოებული შეხვედრებისთვის მზადებისა და ერთა ლიგის ახალი სეზონის მნიშვნელობის შესახებ ლუკა ლოჩოშვილმა ისაუბრა.
„ძალიან მნიშვნელოვანი თამაშები გველის. ამ ტურნირზე კარგი შედეგის შემთხვევაში ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოპოვების მეტი შანსი გვექნება.
ასევე, ეს მნიშვნელოვანი მოსამზადებელი პერიოდია ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის. თითოეულ ფეხბურთელს კარგად გვაქვს გათავისებული ამ მატჩების მნიშვნელობა.
კარგი იქნებოდა, ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩზე მაყურებლის დასწრება შესაძლებელი ყოფილიყო. სასიხარულოა, რომ სტადიონზე გარკვეული რაოდენობის ბავშვები, ახალგაზრდა ფეხბურთელები იქნებიან.
მუხტი და მხარდაჭერა მაინც იქნება. უკრაინასთან კი გაცილებით მეტი გულშემატკივარი გვეყოლება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის.
ვეცდებით, ერთა ლიგა მაქსიმალურად კარგად დავიწყოთ. ზედიზედ 4 მატჩის ჩატარება ადვილი არ იქნება, თუმცა პროფესიონალურ დონეზე ეს ნორმალური პროცესია.
შევეცდებით, სასურველ შედეგს მივაღწიოთ და ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის გავიადვილოთ საქმე.“ - ლოჩოშვილის სიტყვებს ეროვნული ნაკრების გვერდი ციტირებს.