ოქროს ბურთის კვირეულის (Ballon d’Or Week Tbilisi) ფარგლებში, თბილისს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი და ავტორიტეტული მედიაექსპერტი, ჟულიენ ლორენსი ეწვევა.
კვარას მხარდასაჭერად თბილისი ოქროს ბურთის ფორუმს გამართავს!
Sports Orient-ის მოწვევით, დედაქალაქში BBC-ის, TNT-ისა და ESPN-ის წარმომადგენლებიც ჩამოვლენ.
ჟულიენ ლორენსი, რომელიც კილიან მბაპეს შესახებ დაწერილი წიგნის ავტორია, ღიად აფიქსირებს თავის პოზიციას და მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად სწორედ ხვიჩა კვარაცხელიას მიიჩნევს.
ღონისძიება 18 ოქტომბერს, კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის სცენაზე გაიმართება, სადაც ლორენსი თანამედროვე ფეხბურთის მთავარ გამოწვევებსა და ოქროს ბურთის გარშემო არსებულ დეტალებზე ისაუბრებს.