მიუნხენის ბაიერნისა და ინგლისის ნაკრების თავდამსხმელი ჰარი კეინი კილიან მბაპესა და ლამინ იამალის მიერ ოქროს ბურთთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.
მანამდე იამალმა აღნიშნა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის მოგება მისი უპირატესობაა, ხოლო მბაპემ განაცხადა, რომ ყველა ტურნირის ბომბარდირი გახდა და კარგი წინათგრძნობა აქვს.
„ამ სიტუაციაში ყველას აქვს უფლება აკეთოს ის, რაც სურს. საკუთარ თავზე ამ კუთხით საუბარი ჩემს ხასიათში არ არის. კვლავ ძალიან ვამაყობ იმით, რასაც მივაღწიე და ვიცი, რომ გასულ წელს სხვებზე ნაკლებად არ გამომიჩენია თავი.
პირადად ჩემთვის უფრო საამაყოა, როდესაც ჩემზე სხვები საუბრობენ - თანაგუნდელები, ყოფილი ფეხბურთელები თუ ნებისმიერი სხვა, როცა ჩემი მიღწევების გამო მაქებენ. ეს უფრო დიდ სიამაყეს მანიჭებს, ვიდრე თავად რომ ვცდილობდე ამაზე ლაპარაკს.
ნამდვილად ვთვლი, რომ პრეტენდენტებს შორის ვარ. ჟიურის წევრები ხმას მისცემენ იმას, ვისაც იმსახურებს. მათ ექნებათ მთელი ინფორმაცია, სტატისტიკა და გადაწყვეტილებას თავად მიიღებენ", - განაცხადა კეინმა.