მადრიდის რეალის თავდამსხმელმა კილიან მბაპემ განმარტა, რატომ არ შესთავაზებდა ბაიერნისა და საფრანგეთის ნაკრების ვინგერს, მაიკლ ოლისეს, სამეფო კლუბში გადმოსვლას.
„მსმენია ეს საუბრები, თუმცა ეს თემა ჩემთვის კარგადაა ნაცნობი: როდესაც პსჟ-ში ვთამაშობდი, ჭორები მაშინაც უამრავი იყო.
გარდა ამისა, მიმაჩნია, რომ ფეხბურთელისთვის კლუბის შეცვლის რჩევა უპატივცემულობა იქნებოდა.
ეს უსამართლო იქნებოდა ბაიერნის მიმართ. მით უმეტეს, რომ ბაიერნი დიდებული კლუბია, სადაც მაიკლს ბევრის მიღწევა შეუძლია.
თუმცა ერთი რამ აშკარაა: მსოფლიოში ნებისმიერ კლუბს ისურვებდა მაიკლ ოლისეს დამატებას. ის გამოჩენილი ფეხბურთელია, - განაცხადა მბაპემ.