ფრანგმა ჟურნალისტმა დანიელ რიოლომ რეალის ფორვარდი კილიან მბაპე ინტერვიუში გაკეთებული იმ განცხადებების გამო გააკრიტიკა, სადაც მან ოქროს ბურთის მოგების სურვილზე ისაუბრა.
მანამდე თავდამსხმელმა აღნიშნა, რომ 2026 წლის ჯილდოს ღირსეულ პრეტენდენტად მიიჩნევს თავს, რადგან ყველა მსხვილი ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა და ინდივიდუალურ დონეზე შესანიშნავი წელი ჰქონდა.
„ატლეტიკოსთან მატჩში მისი თამაში კატასტროფა იყო. ახლა ეს მისი აკვიატებული იდეაა... რასაც ის ინტერვიუებში ამბობს, სუფთა წყლის დემაგოგიაა - მოპარული მანქანასავით შორიდანვე ჩანს!
ამ ინტერვიუებისგან უხერხულობის შეგრძნება რჩება. მის ირგვლივ უამრავი დისკუსიაა აგორებული იმის შესახებ, თუ რას აძლევს ან ვერ აძლევს ის გუნდს. საერთოდ ვერ ვხვდები ამ კამპანიას. მესმის საბოლოო მიზანი, თუმცა აბსოლუტურად არ მჯერა, რომ მიზანი ამართლებს საშუალებას.
არ ვიტყვი, რომ ეს იაფიანი ოქროს ბურთი იქნება, თუმცა ის, თუ როგორ აღწევს ის წარმატებას - თუ ასეთი საერთოდ არსებობს - პირში მწარე გემოს მიტოვებს", - განაცხადა რიოლომ.