როდრიმ ატლეტიკოსა და რეალის მატჩში (2:1) მიგელ ანხელ ორტის არიასის სამსაჯო ბრიგადის სადავო გადაწყვეტილებებსა და სამეფო კლუბის უკმაყოფილებაზე კომენტარი გააკეთა.
„არ ვიცი, შეეძლო თუ არა კუტი რომეროს ფეხის უფრო ადრე აღება, თუმცა ლი კან ინის ჯარიმაზე წითელი ბარათის ჩვენება ნამდვილად შეიძლებოდა.
დანარჩენში მსაჯები შეიძლება ცდებოდნენ, თუმცა 38-ტურიან ჩემპიონატში ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს.
საუბრები იმის შესახებ, თითქოს მსაჯებს სურთ, რომ ბარსამ ჩემპიონატი მოიგოს, ფეხბურთს აზიანებს. საკუთარი კლუბის დაცვა ნორმალურია, თუმცა ყველაფერს გარკვეული საზღვარი აქვს.
ყველანი ადამიანები ვართ და ყველანი ვცდებით, - განაცხადა ბარსელონას ნახევარმცველმა.