ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ვინისიუს ჟუნიორის შედეგიანობის კლებაზე ისაუბრა.
ბრაზილიელ ვინგერს რეალში ზედიზედ 6 მატჩია გოლი არ გაუტანია. ლა ლიგის მე-7 ტურის დერბიში, ატლეტიკოს წინააღმდეგ, ის 54-ე წუთზე შეცვალეს.
„შესაძლოა, ვინისიუსი საუკეთესო პერიოდს არ გადის. თუმცა, მაგალითად, მსოფლიო ჩემპიონატზე ის ჩვენთვის სასარგებლო იყო. ფეხბურთელი ყოველთვის ვერ იქნება 100 პროცენტით მზად.
ვინისიუსის დონე ეჭვგარეშეა. ის ფანტასტიკური მოთამაშეა, ერთ-ერთი საუკეთესო მსოფლიოში.
დარწმუნებული ვარ, უახლოეს მატჩებში ის თავს საუკეთესო მხრიდან წარმოაჩენს", - განაცხადა ანჩელოტიმ.