ხვიჩა კვარაცხელიას მხარდასაჭერად თბილისი ოქროს ბურთის კვირეულს უმასპინძლებს.
როგორც ორგანიზატორი სპორტს ორიენტი იტყობინება, ისტორიაში პირველად, ქართველი ვარსკვლავი Ballon d’Or-ის მოგების მთავარი ფავორიტია, რის გამოც საერთაშორისო მხარდაჭერას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
დაჯილდოების ცერემონიამდე ერთი კვირით ადრე, თბილისს მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი ლეგენდა და საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები ეწვევიან, რომლებიც პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდოს გარშემო დისკუსიებს გამართავენ.
ოქროს ბურთის წლევანდელი ცერემონია 26 ოქტომბერს ლონდონში გაიმართება.