უსმან დემბელემ მკაფიოდ დააფიქსირა, თუ ვინ უნდა მოიგოს, მისი აზრით, წლევანდელი ოქროს ბურთი.
2025 წლის პრესტიჟული ჯილდოს მფლობელმა სრული მხარდაჭერა პარი სენ-ჟერმენის თანაგუნდელ ხვიჩა კვარაცხელიას გამოუცხადა.
„ის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია“, - განაცხადა დემბელემ.
დემბელესა და კვარაცხელიას Ligue 1+-ისთვის მიცემულ ერთობლივ ინტერვიუში ოქროს ბურთის მოახლოებულ კენჭისყრაზე ჰკითხეს.
პსჟ-ის ორივე ვარსკვლავმა ჯილდოს მოსაგებად ერთმანეთი დაასახელა.
კვარაცხელია: „ის, თუ როგორ თამაშობს უსმანი, როგორ ეხმარება გუნდს და როგორ ლიდერობს მას, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
ის, რასაც აკეთებს, განსაკუთრებულია. უბრალოდ ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ის ჩვენს გუნდშია“, - დასძინა ქართველმა.
თავის მხრივ, დემბელემ ნათლად აჩვენა, რამდენად მაღალ შეფასებას აძლევს კვარაცხელიას.
„ძალიან ბედნიერი ვიქნები, რადგან ის ამას იმსახურებს“, - თქვა დემბელემ.
მან საოცარი სეზონი ჩაატარა. ჩემთვის ის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია და სწორედ ამიტომ იმსახურებს ოქროს ბურთის მოგებას.
დემბელემ უკვე იცის, რას ნიშნავს ოქროს ბურთის მოგება, მან ეს ჯილდო 2025 წელს მოიპოვა და წელსაც კანდიდატებს შორისაა.
თუმცა, ბუკმეიკერების შეფასებით, ამჟამად პსჟ-ის არცერთი ვარსკვლავი არ ლიდერობს ფავორიტთა სიას. ოქროს ბურთის მთავარ ფავორიტად ჰარი კეინი მიიჩნევა, მეორე ადგილზე ლამინ იამალია, სამეულს კი კილიან მბაპე ასრულებს.
პრესტიჟული ჯილდოს გამარჯვებული 26 ოქტომბერს ლონდონში გამოვლინდება.