-
Aa
+
ფონტის ზომა
მიზანზე
,,ალბათ, ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ დავიწყებთ და ჩვენი მიზანი, რა თქმა უნდა, იქნება ჯგუფის მოგება, იმის მიუხედავად, რომ ძალიან კარგი გუნდები შეგხვდნენ.
ალბათ, უკვე ბევრჯერ დავამტკიცეთ, რომ ყველასთან თამაში შესაძლებელია და თითოეულ ფეხბურთელს გააზრებული აქვს, რომ ჩვენი მიზანი იქნება, მოვიპოვოთ მაქსიმალური ქულები, კარგად დავასრულოთ ერთა ლიგა და მოვემზადოთ უკვე იმისთვის, რაც ყველას ერთად ძალიან გაგვიხარდება“.
გრაფიკზე და ფორმაზე
,,4 მატჩი 10 დღეში არცერთი გუნდისთვის იქნება ადვილი, ძალიან რთული იქნება აღდგენა, მაგრამ, როგორც მახსოვს, 2-3 წლის წინ გვქონდა იგივე შემთხვევა და კარგად ჩავატარეთ ის ციკლი. გამოცდილება გვაქვს, ვფიქრობ, ბიჭები ყველაფრისთვის მზად არიან.
თავს იდეალურად ვგრძნობ, არ დაგიმალავთ და ეს ოთხი თამაში დამეხმარება იმაში, რომ, პირველ რიგში, დავეხმარო ჩემს ნაკრებს და ასე ვთქვათ, ჩემს თავსაც, რომ დავიბრუნო ის ფორმა, რომელიც მინდა.
მაგრამ დღესდღეისობით იმას არ და ვერ გეტყვით, რომ რაღაცას ვერ ვგრძნობ ან ჩემს თავს რაღაცას ვაკლებ. ახლა უფრო მოტივირებული ვარ და ვფიქრობ, რომ ამ ოთხ თამაშში მოედანზე გაეცემა ყველაფერს პასუხი“.
ბავშვების დასწრებაზე
,,სანამ ჩამოვიდოდით, გავიგეთ, რომ ზუსტად არ ვიცი რამდენი, მაგრამ ბავშვები მოვიდოდნენ თამაშზე და გვიგულშემატკივრებდნენ.
ალბათ, ეს ჩვენთვის ყველაზე გასახარია, რადგან ბავშვებისგან ვგრძნობთ ყველაზე დიდ სიყვარულს, მათთვის მაგალითები ვართ ფეხბურთელები და ძალიან გაგვიხარდა, რომ ისინი მოვლენ, მხარს დაგვიჭერენ და იმედი მაქვს, რომ სახლშიც გახარებულები წავლენ თამაშის შემდეგ“.
თორნიკე კვარაცხელიაზე
,,პირველ რიგში იმას ვიტყვი, რომ უბედნიერესი ვარ, როცა მას ვხედავ ახალგაზრდულ ნაკრებში.
უფასდება ყოველდღიური შრომა, კარგი ბიჭია, ყოველთვის აქვს კითხვები, სწავლა უნდა და იმედი მაქვს, რომ როგორც მას გაუხარდება, ისეთი კარიერა ექნება.
იმედი მაქვს, ჩემზე ბევრად წარმატებული იქნება და ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ, ძალიან მიხარია ეს ყოველივე."
ოქროს ბურთზე და ჯორჯ ბესტთან შედარებაზე
"იყო ნომინირებული ალბათ ყველაზე დიდ ინდივიდუალურ ჯილდოზე, ძალიან საამაყოა ეს ყველაფერი და მიხარია ის, რომ წარმოვადგენ საქართველოს, რომელიც პატარა ქვეყანაა და ალბათ, დიდი ქვეყნებიდან ვერ იგებენ ადამიანები, რამდენად სასიხარულოა ეს.
იმ პატარა ბავშვებისთვის, რომლებსაც აქვთ ოცნება, ჩემი აზრით, უფრო რეალური ხდება, რომ პატარა ქვეყნიდან იმ დიდ რბოლაში მოხვდნენ.
ძალიან მიხარია, რომ ქართველი ვარ და ამ ყველაფრის გამოვლა მომიწია და მეიმედება იმის, თუ რა შეიძლება მოჰყვეს ამას. ძალიან ბედნიერი ვარ და დიდი მადლობა ქართველ ხალხს, რომლის მხარდაჭერასაც ვგრძნობ.
რაც შეეხება ჯორჯ ბესტს, ბევრი მსმენია მასზე, მიხარია, რომ მას მადარებენ, ის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო და მასთან შედარება ჩემთვის საამაყოა.
მეტოქეზე
,,ყველა მეტოქეს პატივს ვცემთ. ვიცით, რომ მოედანზე მაქსიმალურად უნდა დავიხარჯოთ. სახელებს ყურადღებას არ ვაქცევ, ერთნაირად ვარ მოტივირებული.
ჩემთვის მთავარია, როცა მოედნიდან გამოვდივარ, დარწმუნებული ვიყო, რომ გუნდისთვის 100% გავაკეთე“.
კვერნაძეზე
"კვერნა ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარია და ზუსტად 40 წუთის წინ მივეცი ხმა.
კვერნაძე სერია ა-ს თვის საუკეთესო მოთამაშის ჯილდოსთვის იბრძვის
რაც შეეხება მის თვისებებს, კვერნა არის ადამიანი, რომელსაც ყოველთვის უნდა განვითარება, სწავლა და მას აქვს ყველა ის მონაცემი, რომ მივიდეს მწვერვალამდე და მიაღწოს ყველაფერს, რაზეც ოცნებობს.
ხშირად ვლაპარაკობთ ერთმანეთთან, ვცვლით მითითებებს. მისი წარმატება მიხარია, როგორც ჩემი და ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ.
იმედია, რომ ასე გააგრძელებს, მას აქვს ყველა თვისება ამისთვის და შეუძლია, ნაკრებში ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდეს და დიდი ალბათობით, ასეც იქნება. ყველაფერს ისე აკეთებს, რომ დარწმუნებული ვარ, ყველაფერს მიაღწევს“.
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის მატჩი 25 სექტემბერს, 20:00 საათზე, დინამო არენაზე გაიმართება.
,,მოთამაშეებში ჩანს მონდომება" - რა თქვა სანიოლმა პრესკონფერენციაზე?

თაზო ჩარკვიანი
კომენტარები