ფროზინონესა და საქართველოს ნაკრების გარემარბს სეზონის პირველი ნახევარი მართლაც შთამბეჭდავი აქვს.
როგორც ბოლო დღეებში იწერება, გიორგი კვერნაძე მომავალი წლისთვის რომას ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო სამიზნეა.
ფროზინონესა და საქართველოს ნაკრების გარემარბმა მიმდინარე სეზონში ჩემპიონატსა და იტალიის თასზე ჩატარებულ 6 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა, რითაც სერია A-ში თავის პოზიციაზე ერთ-ერთ გამორჩეულ ფეხბურთელად წარმოაჩინა თავი.
რომაულ კლუბში ეს კარგად იციან და მოქმედებისთვის მზად არიან, თუმცა ფროზინონე 2003 წელს დაბადებულ ფეხბურთელთან განშორებას იანვარში ნაკლებად განიხილავს.
La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, კლუბის ხელმძღვანელობა კვერნაძის სანაცვლოდ მინიმუმ 25 მილიონ ევროს ითხოვს. ქართველ ფეხბურთელს ფროზინონესთან კონტრაქტი 2028 წლის ივნისამდე აკავშირებს.
„ჯალოროსის“ სპორტული დირექტორი ტონი დ’ამიკო სწორედ კვერნაძის მახასიათებლების მქონე გარემარბს ეძებს და უახლოეს კვირებში ტრანსფერის განხორციელებას შეეცდება.
კვერნაძე სერია ა-ს თვის საუკეთესო მოთამაშის ჯილდოსთვის იბრძვის