უეფას ერთა ლიგის ახალი სეზონისთვის მზადების პროცესში საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ცვლილებებია.
გუნდს ტრავმის გამო ავსტრიული ვოლფსბერგერის ნახევარმცველი ოთარ მამაგეიშვილი გამოაკლდა, რომელიც ეროვნულ ნაკრებში პირველად იყო გამოძახებული.
გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა, დანაკლისის ფონზე ორი მოთამაშე გამოიძახა.
ეროვნულ გუნდს ერთა ლიგის მატჩებისთვის ამერიკული რეალ სოლტ ლეიკის შემტევი საბა ლობჟანიძე და ქუთაისის ტორპედოს ნახევარმცველი ვლადიმერ მამუჩაშვილი შეუერთდებიან.
საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პირველ მატჩს 25 სექტემბერს, 20:00 საათზე, დინამო არენაზე ჩრდილოეთ ირლანდიის გუნდის წინააღმდეგ გამართავს.
ჩრდ. ირლანდია, უკრაინა, უნგრეთი - საქართველოს მეტოქეები ერთა ლიგაზე