აგვისტო-სექტემბრის სერია ა-ს თვის საუკეთესო ფეხბურთელის გამოსავლენად ხმის მიცემა დღეიდან დაიწყო და კვირას, 27 სექტემბერს დასრულდება.
აგვისტო-სექტემბრის EA SPORTS FC-ის თვის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს კანდიდატები არიან:
დავიდე ფრატეზი (ლაციო)
გიორგი კვერნაძე (ფროზინონე)
დანიელ მალდინი (კალიარი)
დონიელ მალენი (რომა)
ლაუტარო მარტინესი (ინტერი)
ადრიენ რაბიო (მილანი)
6 ფეხბურთელი გაფართოებული ანალიზის საფუძველზე შეირჩა, რომელიც Hawk-Eye-ის სისტემის მიერ დაფიქსირებულ მონაცემებს ეყრდნობა.
შეფასების სისტემა ითვალისწინებს არა მხოლოდ სტატისტიკურ მონაცემებსა და ტექნიკურ მოქმედებებს, არამედ პოზიციურ მონაცემებსაც.
ეს შესაძლებელს ხდის ისეთი მნიშვნელოვანი ასპექტების გაანალიზებას, როგორებიცაა უბურთოდ მოძრაობა და პოზიციის ოპტიმალურად შერჩევა, თამაშის დროს მიღებული გადაწყვეტილებები, ასევე გუნდის ტექნიკურ და ფიზიკურ ეფექტიანობაში შეტანილი წვლილი.
შედეგად, ფეხბურთელების თამაშის ობიექტური და ხარისხობრივი შეფასება ხდება შესაძლებელი. საბოლოო შეფასებისას გათვალისწინებული იყო 2026/27 წლების სერია A-ს პირველი 5 ტურის მატჩები.
ხმის მისაცემად დააჭირეთ აქ.
კვერნაძე, იამალი, ოლისე - ქართველი ტოპ 5 ლიგის თვის გუნდში