უნგრეთში გამართულ სუმოისტთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა წარმატებით იასპარეზა და ტურნირიდან ხუთი მედალით დაბრუნდა.
ქართველმა სპორტსმენებმა სამი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს ჯილდო მოიპოვეს.
18-წლამდელთა შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია რატი წულუკიძის წარმატება, რომელმაც აბსოლუტურ წონასთან ერთად 100 კილოგრამზე მეტ წონით კატეგორიაშიც პირველი ადგილი დაიკავა და ორი ოქროს მედალი მიითვალა.
ამავე ასაკობრივ კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი ზებურ აბაშიძემ (90 კგ) მოიპოვა, ხოლო გუნდურ პირველობაში ჩემპიონები რატი წულუკიძის, ზებურ აბაშიძის, ლუკა მახარაძისა და საბა შენგელიას შემადგენლობით მოპოვებული ოქროს მედლით გახდნენ.
რაც შეეხება 15-წლამდელთა შეჯიბრს, საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ვერცხლის მედალიც არის, რომელიც 85 კილოგრამ წონით კატეგორიაში დავით შველიძემ დაიმსახურა.